|
2015-01-15 10:01:43, 3040 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი აჭარის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს რესტორან „ქართულ სახლში“ შეხვდა. ღარიბაშვილს შეხვედრასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის განცხადებით, პრემიერთან შეხვედრა აჭარის რეგიონში არსებულ ვითარებას შეეხო. ამასთან, როგორც ბერიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე პრემიერთან კანონპროექტი განიხილეს, რომელიც აჭარაში ადგილობრივებისთვის მიწების გადაცემასა და დაკანონებას გულისხმობს. "აჭარის უმაღლესი საბჭო შეეცადა, გადაეჭრა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის მიწების საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ უკვე მივიღეთ შესაბამისი კანონპროექტი, წარმოვადგიენთ საქართველოს პარლამენტში და ახლა პრემიერს და პარლამენტს ვთხოვთ ამ კანონპროექტის მხარდაჭერას. ამ კანონის მიღებით თითქმის ოცი ათასი ოჯახი აჭარაში მიიღებს მიწებს," - განაცხადა ავთანდილ ბერიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)