|
2017-08-15 10:32:22, 3100 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება კომენტარი
გიორგი მღებრიშვილი აუდიოჩანაწერებზე: მინდა გითხრათ, რომ დარდიც არ მაქვს
Страна.ua-ს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა განცხადება გააკეთა. როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, გავრცელებული აუდიოჩანაწერი მხოლოდ ანტიპიარია, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ხელისუფლების წინააღმდეგ იყენებენ. "ჩანაწერებთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი გავაკეთეთ. ზედმეტად ვთვლი, რომ თავი ვიმართლო. მინდა გითხრათ, რომ დარდიც არ მაქვს. თუ საჭირო გახდა, ჩაატარონ გამოძიება, ჩაატარონ ექსპერტიზები რა სახისაც გინდათ იყოს. მე გეტყვით ერთ რამეს, რომ ”ფე-ეს-ბე”-ს აგენტები და ”ნაციონალური მოძრაობის წევრები ორკესტრირებულად, ერთად უტევენ ხელისუფლებას და ეს არის აგორებული შავი პიარი, რომელიც ჩვენს შესასუსტებლადაა იმართული", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. ცნობისთვის, Страна.ua-მ გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, სადაც რუსი პრანკერები ამბობენ, რომ თითქოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს უკრაინის შს მინისტრის არსენ ავაკოვის სახელით დაურეკეს. შსს-მ აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. უწყების პრესსამსახურის განმარტებით, უკრაინის შს მინისტრსა და გიორგი მღებრიშვილს შორის სატელეფონო საუბარი არ შემდგარა.
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)