|
2017-08-11 15:35:53, 2261 ნახვა
საზოგადოება
ახალი სასწავლო წლიდან, სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი საკვების გაყიდვა აიკრძალება
ახალი სასწავლო წლიდან, სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი საკვების გაყიდვა აიკრძალება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, ბუფეტების გაუმჯობესება პერიოდულად მოხდება. ამასთან, მინისტრი ამბობს, რომ მკაცრად გაკონტროლდება, თუ რამდენად ასრულებს სკოლის ბუფეტი წაყენებულ პირობებს: „პირველი ნაბიჯნი გადავდგით, ეს არის აკრძალვა განსაკუთრებით საზიანო პროდუქტების, მაღალშაქრიანი, მარილიანი და ასე შემდეგ, კონსულტაციებს გავდივართ სპეციალისტებთან და რაც არის აბსოლუტურად დაუშვებელი, ისინი ავკრძალეთ სკოლის ბუფეტებში. სადაც ნახავთ, რომ ირღვევა ეს წესები, ძალიან აქტიურად ვიმოქმედებთ ,რომ აღმოვფხვრათ. თავიდან ხომ იცით როგორც ხდება ხოლმე, ჩათვლიან, რომ ეს დროებითია, პატარა კამპანიაა და გაივლის, შემდეგ დავაბრუნებთ ყველაფერს, არ უნდა გაიაროს, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, როგორც საზოგადოებამ, რომ განსაკუთებით მავნე პროდუქტები ჩვენს სკოლებში არ იყოს. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია“,-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. მისივე ინფორმაციით, იგეგმება ბუფეტის ოპერატორების წახალისებაც. „მოგეხსენებათ, რომ სკოლის ბუფეტები იჯარით გაიცემა კომერციულ კომპანიებზე და ეს კომპანიები უზრუნველყოფენ ამ კომპანიებში კვებას. ჩვენ შევეცდებით, წავახალისოთ ჯანსაღი საკვები-ხილი, ბოსტნეული და სხვა ჯანსაღი პროდუქტები. ტრენინგები მიმდინარეობს მებუფეტეების, მათთან თანამშრომლობა მიმდინარეობს, სოფლის მეურნეობასთან მიმდინარეობს თანამშრომლობა, ჯანდაცვასთან, სექტემბერში ბავშვები რომ მივლენ, ბუფეტი უკვე შეცვლილი დახვდებათ. შემდგომ პერიოდებში სულ უფრო და უფრო დაიხვეწება ჩვენი ბუფეტი და ის უნდა გადაიქცეს მაგალითად და ნიმუშად ჯანსაღი კვების“,-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ და დასძინა, რომ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მებუფეტესთან ხელშეკრულებას გაწყვეტენ.
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)