|
2017-08-11 12:49:13, 2521 ნახვა
საზოგადოება
ახალი კანონით, პროფესიულ სტუდენტებს 12 კლასის ატესტატის მიღება და უმაღლესში ჩაბარება შეეძლებათ
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სექტემბერში პროფესიული განათლების შესახებ ახალ კანონს წარადგენს. დაგეგემილ სიახლეები მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს გააცნო. მისი თქმით, ახალი კანონით პროფესიულ სტუდენტებს შეეძლებათ 12 კლასის ატესტატი მიიღონ და გააგრძელონ სწავლა უმაღლეს სასწავლებელში. გარდა მისა, ჯეჯელევას ინფორმაციით, ახალი კანონით მოსწავლე-სტუდენტების დაფინანსება შესაძლებელი გახდება. „პროფესიულ სისტემაში შევეცდებით ჩავაშენოთ სრული თორმეტი კლასის მიღების შესაძლებლობა. კერძოდ, კოლეჯებში მოსწავლე-სტუდენტების დაფინანსების შესაძლებლობა მოგვეცემა ახალი კანონით. კანონი მისცემთ შესაძლებლობას გაყიდონ თავისი პროდუქცია, სტუდენტების მიერ დამზადებული პროდუქტების პრაქტიკული ღირებულება გაიზარდოს, ეს კანონი პროფესიული განათლების მიმართულებით ევროპულ კანონმდებლობასთან სრულ თავსებადობაში იქნება. ჩვენი მიზანია აქ მიღებული განათლება იყოს შესაბამისი ევროკავშირთან. ახალი კანონი მოგვცემს შესაძლებლობას ეს თავსებადობა უზრუნველვყოთ“,-განაცხადა ჯეჯელავამ და დასძინა, რომ კიდევ ერთი სიახლე კანონში ეს არის პროფესიული უნარების აღიარება. „პროფესიული უნარების აღიარება ნიშნავს იმას, რომ რაც კარგად იცი, დავუშვათ კარგი ოპერატორი ან სტილისტი თუ ხარ ამას შევამოწმებთ, თუ ჩააბარებს წარმატებით მივცემთ დიპლომს. ერთი უცხო ენის ცოდნა იქნება დამამთავრებელი, შეიძლება არ იცოდეს უცხო ენა, ჩვენ ვეუბნებით შეავსეთ კვალიფიკაცია და შემდეგ მოგცემთ დიპლომს. როცა ასარჩევი გექნება დიპლომირებულ ელექტრიკს აიყვანთ სამუშაოდ თუ უდიპლომოს?, მას დაედება ფასი“,-განაცხადა ჯეჯელავამ.
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)