|
2017-08-10 18:07:20, 2426 ნახვა
საზოგადოება
თეა პერტაია: ლარსის სასაზღვრო გამტარი პუნქტი შეუფერხებლად მუშაობს
საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, ლარსის სასაზღვრო გამტარი პუნქტი ამ დროისთვის და ზოგადად, შეუფერხებლად მუშაობს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა პერტაია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, რუსეთის მხარეს გადასვლის მსურველ მოქალაქეთა რიგი არ შეინიშნება. "მრავალსაათიანი ცოცხალი რიგები რუსეთის ფედერაციის მხრიდან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთამდეა. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე - სასაზღვრო ზოლში რაიმე შეფერხებას ადგილი არ აქვს, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის დაცული. როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ასევე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები მობილიზებული არიან, რათა საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას, ადგილზე, დროულად აღმოუჩინონ შესაბამისი დახმარება", - წერს უწყების თეა პერტაია. ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მრავალკილომეტრიანი საცობი შეიქმნა. "ზედა ლარსის" საბაჟო გამშვებ პუნქტთან 500-ზე მეტი ავტომობილია გაჩერებული.
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)