|
2017-08-10 10:07:44, 1994 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს ნაკრები „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“-ზე გაემგზავრა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში, „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“-ში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ. ოლიმპიადა 7 აგვისტოს ოფიციალურად გაიხსნა. მასში 80 ქვეყნიდან ათასობით მოქმედი და ყოფილი პოლიციელი და მეხანძრე-მაშველი სპორტის 70-მდე სახეობაში იასპარეზებს. საქართველოს შსს-ს ნაკრები ოლიმპიადაზე 12 სპორტსმენით წარდგა, რომლებიც სპორტის 7 სახეობაში - ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ძალოსნობა, კრივი და ცურვა -იასპარეზებენ. ოლიმპიადაში მონაწილე ქართველ პოლიციელებს შორის სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოს, ევროპის და მსოფლიოს არაერთი ჩემპიონია. საქართველოს შსს-ს თანამშრომლები „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადაში“ მეორედ მონაწილეობენ. 2013 წელს ირლანდიაში, ქალაქ ბელფასტში გამართულ „მსოფლიო პოლიციის და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადაზე“ ქართველ პოლიციელთა ნაკრებმა სპორტის სხვადასხვა სახეობაში 12 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიადა 16 აგვისტოს დასრულდება. (NS)
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
WP: ტრამპი თეთრი სახლის რემონტზე თითქმის 1 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)