|
2015-01-15 10:54:00, 3132 ნახვა
პოლიტიკა
ავთანდილ ბერიძე: აჭარისთვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი კი არა სასტუმროა საჭირო
„აჭარისთვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი კი არა სასტუმროა მისაღები და საჭირო“, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, მინისტრებთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საქართველოში იმაზე კარგი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აშენდება, ვიდრე ეს ბათუმის სანაპიროზეა. „აჭარისთვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი კი არა სასტუმროა მისაღები და საჭირო, იმიტომ, რომ აჭარა კურორტული ზონაა. საქართველოში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აშენდება და ის უფრო დიდი და კარგი იქნება, ვიდრე სანაპიროზე აშენებული შენობა“, - განაცხადა ავთანდილ ბერიძემ. ავთანდილ ბერიძემ არ დაასახელა თუ რა თემებთან დაკავშირებით შეხვდება ის მინისტრთა კაბინეტს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)