|
2017-08-09 13:29:29, 2204 ნახვა
საზოგადოება
„მობილური ექსტენციის“ ფარგლებში სპეციალისტებმა გურიის რეგიონში ფერმერებს კონსულტაცია გაუწიეს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მასშტაბური პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, სპეციალისტებმა გურიის რეგიონში სათბურები, ფერმერული მეურნეობები, ბაღები დაათვალიერეს და ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის და დაავდებებთან ბრძოლის მეთოდებზე, ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების, მეცხოველეობის დარგის განვითარებასა და ვეტერინარიის საკითხებზე, ასევე, თხილის მავნებელ დაავადებებზე და მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ადგილობრივებს ინფორმაცია მიაწოდეს. უწყების ინფორმაციით, პროექტი „მობილური ექსტენცია“ უკვე 2 წელია რაც აქტიურად მიმდინარეობს და მასში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტების გარდა სოფლის მეურნეობის რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები არიან ჩართული. 2017 წლის პირველ ნახევარში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა საკონსულტაციო მომსახურება მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებისა და მესტიისა და სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტების სოფლების მოსახლეობას ადგილზე გაუწიეს. (NS)
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
WP: ტრამპი თეთრი სახლის რემონტზე თითქმის 1 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)