|
2017-08-09 11:27:23, 2187 ნახვა
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო: ხანძრის ხელახალი გაჩენის საფრთხე ამ ტერიტორიაზე არ არსებობს
მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩა 5 ერთეული ტექნიკა და 30 მეხანძრე-მაშველი, რომლებიც პრევენციულ ღონისძიებებს აწარმოებდნენ. „ანუ, გადაისინჯა ეს ტერიტორია, სადაც შეიძლებოდა თუნდაც პატარა ნაპერწკალი ყოფილიყო, ესეც ფაქტობრივად ლიკვიდირებულია. დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ ხანძრის ხელახალი გაჩენის საფრთხე ამ ტერიტორიაზე არ არსებობს“,-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. მთაწმინდაზე ხანძარი 2 ჰექტარ ფართობზე იყო გავრცელებული, დაიწვა ძირითადად ბალახები და ბუჩქები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენიდან 35 წუთში, მეხანძრე- მაშველების ეფექტური მუშაობით, ცეცხლის დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საშიშროება მოიხსნა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა: ცეცხლის ჩაქრობის პროცესში 100-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, ცისტერნები იყო ჩართული. ადგილზე მუშაობდა 70 მეხანძრე-მაშველი: „მუშაობის დაწყებიდან 35 წუთში მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება. მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობდა. შემდეგ დაიწყო სალიკვიდაციო სამუშაოები და ხანძრის სრული ქრობის პროცესი. 35 წუთში ჩვენი მაშველების პროფესიონალიზმის წყალობით, მოვხსენით ის საფრთხე, რომ ხანძარი უკონტროლო მასშტაბს მისცემოდა და დასახლებულ პუნქტში, ან რომელიმე სხვა ობიექტზე გადასულიყო“,-განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
WP: ტრამპი თეთრი სახლის რემონტზე თითქმის 1 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)