|
2017-08-09 08:52:59, 2320 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილსა და პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას, რომელიც პეტრო პოროშენკოს ინიციატივით შედგა, უკრაინის პრეზიდენტმა აგვისტოს ომიდან 9 წლის შემდეგ, პირადად მისი და სრულიად უკრაინის სახელით ქართველ ხალხს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა და თანადგომა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. როგორც პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, ორი ქვეყნის ერთობლივი ბრძოლა უსამართლობისა და აგრესიის წინააღმდეგ, რომელიც კოორდინირებულად მიმდინარეობს წარმატებით დასრულდება. უკრაინის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ მისი ემოციური დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, საქართველოში ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა და სჯერა, რომ სტრატეგიული თანამშრომლობა თავის შედეგს გამოიღებს. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ კოლეგას თანადგომისთვის, ხაზი გაუსვა სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და უკრაინელ ხალხს გმირულ ბრძოლაში მხარდაჭერა გამოუცხადა.
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)