03:33 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-08 17:53:04, 2417 ნახვა

მსოფლიო
მედვედევი: რუსეთმა ჩაატარა ოპერაცია, დაიცვა თავისი მოქალაქეები და საქართველოს იძულებით მშვიდობისკენ უბიძგა

რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა ჩაატარა ოპერაცია, რომელმაც საქართველოს იძულებით მშვიდობისკენ უბიძგა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც მედვედევი წერს, „რუსეთს ის ბარბაროსული აქტი უნდა შეეწყვიტა, რომელიც საქართველოს იმ დროინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა“.

"ამ აგვისტოს დღეებში, ჩვენ ვიხსენებთ იმ ტრაგიკულ მოვლენებს, რომლებიც 2008 წელს განვითარდა. თავდასხმა მშვიდობიან ცხინვალზე, რუსეთის მშვიდობისმყოფელებზე, რომელიც საქართველოს იმ დროინდელმა ხელისუფლებამ ცინიკურად ჩაიდინა. ეს ბარბაროსული აქტი უნდა შეგვეჩერებინა. რუსეთმა ჩაატარა ოპერაცია, რომელმაც საქართველოს იძულებით მშვიდობისკენ უბიძგა. ყველაზე საშინელი ის არის, რომ ხალხი დაიღუპა. სხვანაირად ვერ მოვიქცეოდით. მოვიქეცით კანონიერად და ნამუსიანად. ვიყავით ვალდებულნი, რომ ჩვენი მოქალაქეები დაგვეცვა. ასევე დაგვეცვა სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებიც, რომლებსაც რუსული პასპორტი ჰქონდათ. ჩვენ ისინი დავიცავით. სიმართლე გითხრათ, 2008 წლის 8 აგვისტომდე წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, რომ 21-ე საუკუნეში ვინმეს შეუძლია „გრადი“ დაუშინოს თავის სახლებში მძინარე მოხუცებს, ქალებსა და ბავშვებს. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ჩვენ უფრო სასტიკი მაგალითები გაგვაჩნია. ერთი რამე ეჭვგარეშეა - რუსეთი ყოველთვის მზად არის თავისი მოქალაქეები დაიცვას", - წერს დიმიტრი მედვედევი.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში ამ წუთებში დე-ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics