|
2017-08-07 17:28:01, 2677 ნახვა
პოლიტიკა
წინასაარჩევნოდ, ამ დროისთვის ყველაზე მეტი შემოწირულობა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, წინასაარჩევნოდ ყველაზე მეტი შემოწირულობა, 1 278 770 ლარი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, მეორე ადგილზე 167 414 ლარის შემოწირულობით „ევროპული საქართველოა“, შემდეგ ადგილს 56 116.64 ლარით „გირჩი იკავებს, ”გაერთიანებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ” შემოწირულობის სახით 30 000 ლარი მიიღო, „ნაციონალური მოძრაობამ” –24, 153. 57 ლარი მიიღო, ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ - 11 699, ”ქრისტიან-კონსერვატიულმა პარტიამ” – 6000, ალეკო ელისაშვილის საარჩევნო ფონდმა შემოწირულობის სახით, 3 120 ლარი მოაგროვა. აღნიშნული 2017 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით პერიოდის მონაცემებია. გენერალური აუდიტორის მოადგილის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ამ ეტაპზე პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობა დადგენილ ლიმიტს არ აღემატება. ფიზიკური პირების მიერ პარტიებისთვის ყოველწლიური შემოწირულობის ზედა ზღვარი 60 000 ლარია. ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახური დროებით კომისიას ქმნის, რომელიც პარტიების დაფინანსების კანონიერების თაობაზე იმუშავებს. გარდა ამისა, მოხდება ყველა იმ შემოწირულობის შესწავლა, რომელიც რამდენიმე ათას ლარს შეადგენს.
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)