|
2017-08-07 15:23:52, 957 ნახვა
რეგიონი
კურორტ გოდერძზე ოთხი ახალი სასტუმრო აშენდება
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ კურორტ გოდერძზე ოთხი ახალი სასტუმროს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად სასტუმროების საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ესწრებოდნენ. მათივე ინფორმაციით, საფუძვლის ჩაყრის ცერემონიამდე მოწვეულ სტუმრებს აჭარაში მიმდინარე და დეგეგმილი ღონისძიებების შესახებ რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ინფორმაცია მიაწოდა. საქართველოში რეგიონული განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე და აჭარაში დაგეგმილ მსხვილ პროექტებზე მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ისაუბრა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ასევე ჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, რის შემდეგაც გაიმართა კურორტ გოდერძზე ახალი სასტუმროების და უკვე მიმდინარე პროექტების პრეზენტაცია. კურორტ „გოდერძიზე" საძირკველი შემდეგ ობიექტებს ჩაეყარა: სასტუმრო "GOLDMINE", რომლისთვისაც 10 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია განცორციელდება. 100-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობაზე არანაკლებ 50 ადგილობრივი დასაქმდება. მშენებლობის პროცესი 2019 წლის შემოდგომაზე დასრულდება. სასტუმროში განთავსდება რესტორნები, კაფეები, ღია და დახურული საცურაო აუზი, ფიტნეს ცენტრი და საკონფერენციო დარბაზი. GSP GROUP - 10 4-ნომრიანი კოტეჯი, ორსართულიანი შენობა აიგება. პროექტისთვის 2 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. დასაქმდება დაახლოებით 30 ადგილობრივი. კომპლექსის მშენებლობა 2020 წლისთვის დასრულდება. შენობებში განთავსდება რესტორნები და კაფეები. 45 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი "MOUNTAIN SKY"-სთვის 4 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. დასაქმდება 20 ადგილობრივი. მშენებლობის პროცესი 2019 წლისთვის დასრულდება. სასტუმროში განთავსდება რესტორანი, კაფე, საკონფერენციო დარბაზი და ფიტნეს ცენტრი. 30-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის "ირეპალასი" მშენებლობისთვის 2 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. დაახლოებით 15 ადგილობრივი დასაქმდება. მშენებლობა 2020 წლის აგვისტოში დასრულდება. განთავსდება რესტორანი, კაფე, საკონფერენციო დარბაზი და ფიტნეს ცენტრი. საერთო ჯამში, კურორტ „გოდერძიზე" 6 პროექტის განხორციელებისთვის 80 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება. შედეგად შეიქმნება 435 ახალი განთავსებისა და 500 სამუშაო ადგილი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად კურორტ „გოდერძიზე" ასევე დაათვალიერა სასტუმროების „მეტრო ატლას ჯორჯია" და „ალიანსი რიზორტის" სამშენებლო სამუშაოები. გარდა ამისა, გოდერძის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის არაერთი პროექტი ხორციელდება. დაიწყო 1761 მეტრი სიგრძის შიდა საკურორტო გზის მოწყობა და გამოცხადდა თხილამურების და სწრაფი კვების ობიექტების პროექტის ტენდერი. (NS)
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)