|
2017-07-31 11:47:58, 2494 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ღია კარის დღეების ფორმატმა გადასახადის გადამხდელთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია
„მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების მეშვეობით გადასახადის გადამხდელებს მუდმივად მიეწოდება, კომუნიკაციის აღნიშნული ფორმატი კარგი შესაძლებლობაა, რათა გადამხდელებმა მათთვის მნიშვნელოვანი საგადასახადო სიახლეების შესახებ განმარტებები უშუალოდ მათგან მიიღონ, რომლებიც კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შემუშავებაში იყვნენ ჩართული“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით ჩატარებულ ღია კარის დღეებთან დაკავშირებით განაცხადა. აღნიშნული საჯარო შეხვედრები ფინანსთა სამინისტროში სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებულ ოთხ საჯარო ლექციას - 21, 24 26 და 28 ივლისს ჯამში, 800-ზე მეტი მსურველი დაესწრო. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მათ მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია კანონმდებლობაში შესულ იმ მნიშვნელოვან და პოზიტიურ ცვლილებებზე, რომელიც სულ ახლახან ამოქმედდა. შეხვედრა ინტერაქტიული იყო და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ღია კარის დღეების ფორმატმა გადასახადის გადამხდელთა შორის დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია. ამდენად, მსგავსი ტიპის საჯარო შეხვედრები მომავალში, ამჯერად, რეგიონებში ჩატარდება.
(NS)
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)