21:43 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-21 16:02:10, 2568 ნახვა

ეკონომიკა
აბასთუმნის ობსერვატორიამ ბიზნესდაჯილდოების მონაწილებს უმასპინძლა

 “თიბისი ბანკისა”  და ჯეოსელის ერთობლივი პროექტის „ბიზნესდაჯილდოება 2017-ის" ფარგლებში, აბასთუმანში, ასტროფიზიკური ობსერვატორიის ტერიტორიაზე, ჯეოსელმა ნომინაციის „წლის ინოვაციური ბიზნესი" პრეზენტაცია გამართა.

“თიბისი ბანკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით,  პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული კომპანიები წარუდგინეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების მთავარი მიზანი  თბილისს გარეთ, ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სამეცნიერო კვლევების და აღმოჩენების ადგილას იმ წამოწყებებისა და გამოგონებების თავმოყრა იყო, რომლებიც ბიზნესის და ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ნომინაცია „წლის ინოვაციური ბიზნესი"  გულისხმობს როგორც ტექნოლოგიურ, ასევე ბიზნეს პროცესების ინოვაციურ მიდგომას.

ამიტომ, წარმოდგენილი კომპანიები გამოირჩევიან თემების მრავალფეროვნებით.

აბასთუმნის პრეზენტაციზე ყველა მონაწილე კომპანიას მიეცა საშუალება წარედგინა თავისი ბიზნესი,  გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის გამოცდილება და  გაეცნოთ საზოგადოებისთვის თავიანთი მიღწევები და გეგმები.

პრეზენტაციის დასაწყისში ბიზნესდაჯილდოების პროექტისა და კერძოდ, ნომინაციის „წლის ინოვაციური ბიზნესის" შესახებ ისაუბრეს ჯეოსელის ბიზნეს მიმართულების დირექტორმა, მალხაზ ჟორჟიკაშვილმა და თიბისი ბანკის  გენერალური დირექტორის მოადგილემ  ნიკა ქურდიანმა.

ბიზნესდაჯილდოებას თიბისი ბანკი და ჯეოსელი წარმოგიდგენთ, პროექტის  მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში  ახალი ბიზნესების შექმნას  და  მხარი დაუჭიროს არსებული ბიზნესების განვითარებას.

დაჯილდოების მთავარი სლოგანია #გააზიარეწარმატება.

ორგანიზატორები პროექტში მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობას აძლევენ, თავიანთი წარმატების ისტორიები  სოციალური ქსელების და მედიის მეშვეობით მთელ  საქართველოს გაუზიარონ.

 

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics