|
2017-07-21 14:39:53, 2324 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარია: პირველ ეტაპზე კომერციული ატაშეები 6 მიმართულებაზე იმუშავებენ
"ამბასადორიალი 2017"-ის ფარგლებში თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ კომერციული ატაშეების ინსტიტუტზე ისაუბრა, რომელიც სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ მნიშვნელოვანი კომპონენტია. როგორ მინისტრმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოების საელჩოებში კომერციული ატაშეს ინსტიტუტი შეიქმნება. „კომერციული ატაშეები მჭიდროდ ითანამშრომლებენ „აწარმოე საქართველოს“ ექსპორტისა და ინვესტიციების გუნდთან და იმ სტრატეგიულ სავაჭრო ქვეყნებში დაამყარებენ კავშირებს პოტენციურ ინვესტორებთან და მსხვილ შემსყიდველებთან, რომლებსაც შემდეგ სააგენტოში არსებულ შესაბამისი მიმართულებების წარმომადგენლებთან დააკავშირებენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კომერციული ატაშეების საქმიანობა დაფარავს როგორც ექსპორტის, ისე ინვესტიციების მიმართულებას. პოტენციური საექსპორტო ბაზრებისა და სექტორული პორტფელების მიხედვით იდენტიფიცირებულ პროდუქტებზე ინფორმაციის შეჯამება მოხდება ქვეყნების მიხედვით. კომერციული ატაშე პასუხისმგებელი იქნება შესაბამის ქვეყანაში პოტენციური ინვესტორებისთვის საქართველოში არსებული შესაძლებლობების გაცნობაზე და ახალი ინვესტორების მოზიდვაზე. გარდა ამისა, კომერციული ატაშე ხელს უწყობს ქართველი ექსპორტიორების შეღწევას შესაბამის ბაზარზე და კონტრაქტების მოპოვებას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, არსებობს ექსპორტის მიმართულებისა და კომერციული ატაშეეების საქმიანობის შეფასების მექანიზმი. „ექსპორტის გაზომვა შესაძლებელი იქნება ყველა ქვეყანასთან მიმართებაში. ანალიზი გაკეთდება როგორც ქვეყნის, ისე კონკრეტული ნომენკლატურული ერთეულის პროდუქტის მიმართულებით. შესაბამისად ეს გვაძლევს ძალიან მარტივ შესაძლებლობას, გაიზომოს ზრდა და შემცირება. ეს იქნება ძირითადი კრიტერიუმები, რითიც შეფასდება კონკრეტული კომერციული ატაშეს მუშაობის ხარისხიც კონკრეტულ ქვეყანაში. ეკონომიკური ატაშეს ფუნქცია არ იქნება მხოლოდ ექსპორტის მხარდაჭერა, მათი ფუნქცია ასევე იქნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ესეც, რა თქმა უნდა გაზომვადია“, -განაცხადა გიორგი გახარიამ. უკვე განსაზღვრულია ის ქვეყნები, სადაც პირველ ეტაპზე კომერციული ატაშეები იმუშავებენ. საუბარია 6 მიმართულებაზე, რომლებიც რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით შეირჩა. კერძოდ, საუბარია იმ სავაჭრო პარტნიორებზე, რომლებშიც ქართველი ექსპორტიორები უკვე გარკვეულწილად არიან დამკვიდრებულები. თუმცა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან თუ სხვა გარემოებიდან გამომდინარე, არსებობს ექსპორტის მნიშვნელოვანი გაზრდის პოტენციალი. გარდა ამისა, შერჩეულ ქვეყნებში წარმოდგენილია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები და პოტენციურად მეტად საინტერესო საექსპორტო ბაზრები.
(NS)
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)