|
2017-07-20 14:57:35, 2768 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალმა" კომპანია „ნიკორას" 10 მილიონი დოლარის ობლიგაციების განთავსება განახორციელა
რამდენიმეთვიანი ერთობლივი მუშაობის შემდეგ „თიბისი კაპიტალმა" კომპანია „ნიკორას" ობლიგაციების განთავსება წარმატებით დაასრულა. „თიბისი ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ობლიგაციების მოცულობა 10 მილიონი აშშ დოლარია. მათივე ინფორმაციით, ფასიანი ქაღალდების ადგილობრივ ბაზარზე ეს არის არაფინანსური ჯგუფის კომპანიის ყველაზე მსხვილი განთავსება ამ დროისათვის. „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, „თიბისი კაპიტალმა", პროექტზე მუშაობის პერიოდში კომპანიის დაფინანსების და ბაზრის მოთხოვნები სიღრმისეულად შეისწავლა, რის საფუძველზეც მოხდა ობლიგაციების რაოდენობისა და ფასის განსაზღვრა. „ნიკორას" ობლიგაციების ვადა 2 წელია, საპროცენტო სარგებელი წლიური 9%. ინვესტორების მოძიება, დაინტერესება და ობლიგაციების მიწოდება „თიბისი კაპიტალმა" განახორციელა. „თიბისი კაპიტალმა", პროექტზე მუშაობის პერიოდში კომპანიის დაფინანსების და ბაზრის მოთხოვნები სიღრმისეულად შეისწავლა, რის საფუძველზეც მოხდა ობლიგაციების რაოდენობისა და ფასის განსაზღვრა. საქართველოს ბაზრისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ემისია და მოხარული ვართ, რომ ჩვენი შვილობილი კომპანიის დახმარებით ეს შეთავაზება წარმატებით და ეფექტურად შედგა,"- განახცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. როგორც „თიბისი ბანკის“ დირექტორის მოადგილემ გიორგი თხელიძემ აღნიშნა, ამ მასშტაბის განთავსება ხელს უწყობს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის გაფართოებას და მომავალში სხვა კომპანიების გააქტიურებას ფასიანი ქაღალდების ბაზარზე „კმაყოფლი ვართ, რომ კომპანიას ამ მასშტაბის განთავსებაში ეფექტურად დავეხმარეთ. ვფიქრობთ, რომ ინვესტორების დიდი დაინტერესება განპირობებული იყო კომპანია „ნიკორას" მრავალწლიანი ისტორიით, კვების პროდუქტების წარმოებისა და საცალო გაყიდვების ბაზარზე მისი წამყვანი პოზიციით და ობლიგაციების სწორად განსაზღვრული ფასით. ვთვლით, რომ ამ მასშტაბის განთავსება ხელს უწყობს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის გაფართოებას და მომავალში სხვა კომპანიების გააქტიურებას ფასიანი ქაღალდების ბაზარზე," - განაცხადა გიორგი თხელიძემ. ამასთან, კომპანია „ნიკორას“ გენერალური დირექტორის ირაკლი ბოქოლიშვილის თქმით, კომპანიას მსგავსი გამოცდილება წარსულშიც ჰქონდა - გასულ წელს სს „ნიკორას" ჰოლდინგში შემავალი სუპერმარკეტების ქსელმა 5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა „მოხარული ვართ, რომ ჩვენი ობლიგაციების გამოშვება ისევ წარმატებით დასრულდა. კომპანიას მსგავსი გამოცდილება წარსულშიც ჰქონდა - გასულ წელს სს „ნიკორას" ჰოლდინგში შემავალი სუპერმარკეტების ქსელმა 5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა. ახალი ობლიგაციების გამოშვება დაგვეხმარება, მეტად მოქნილები ვიყოთ ფინანსურად და მოზიდული რესურსების დივერსიფიკაცია მოვახდინოთ,"- განაცხადა ირაკლი ბოქოლიშვილმა. ცნობისთვის, „თიბისი კაპიტალი" თიბისი ბანკის შვილობილი კომპანიაა, რომელიც საკონსულტაციო, კვლევით და საბროკერო საქმიანობას ეწევა. „თიბისი კაპიტალი" აქტიურ როლს ასრულებს საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში, ვინაიდან ის ეხმარება ინსტიტუციურ და სტრატეგიულ ინვესტორებს, გამოიყენონ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები და მეორე მხრივ, სთავაზობს ქართულ კომპანიებს მათზე მორგებულ სხვადასხვა ფინანსურ გადაწყვეტებს. „თიბისი კაპიტალი" 1999 წელს დაარსდა და 2015 წლამდე კონცენტრირებული იყო საბროკერო საქმიანობაზე. 2015 წლიდან მას კვლევითი და კორპორაციული საკონსულტაციო საქმიანობა დაემატა, რითიც კომპანია გარდაიქმნა საინვესტიციო ბანკად. „ნიკორა"ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კვების პროდუქტების მწარმოებელია. ის 1998 წლიდან ოპერირებს. ამჟამად, კომპანიის ჰოლდინგში ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, სალათების, გაყინული საკონდიტრო პროდუქციის საწარმოები და საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი სუპერმარკეტების ქსელია გაერთიანებული. „ნიკორა" ერთ -ერთი პირველია ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის, ვინც მრავალი წელია ფლობს ISO 9001 : 2008, ISO 22000 : 2005 – НАССР სერტიფიკატებს. (R)
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)