|
2017-07-20 14:11:37, 2514 ნახვა
სამართალი
შსს აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს აქვეყნებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს აქვეყნებს. გამოძიების შედეგები საზოგადოებას შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გააცნო: „მიმდინარე წლის 30 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში აფგან მუხთარლის მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას განცხადების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება აფგან მუხთარლის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განხორციელდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, ამოღებული და დათვალიერებულია 46 ვიდეო კამერის ჩანაწერი. მათ შორის 10 ობიექტიდან, რომლებიც მდებარეობს კოლმეურნეობის მოედანზე. ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დათვალიერებული იქნა 19 კამერის ვიდეო ჩანაწერი. ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე, N2-ში მდებარე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემების ობიექტის ვიდეოჩანაწერში ფიქსირდება, რომ პიროვნება თეთრი ფერის მაისურით, სავარაუდოდ, აფგან მუხთარლი, ნომერ 4 სამრშუტო მუკროავტობუსში ჯდება. გამოძიების ფარგლებში იქნა გამოკითხული N4 სამარშრუტო ავტობუსების ყველა მძღოლი - 22 მოწმე, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათი მარშრუტი მოიცავს შემდეგ ტერიტორიას - მეტროსადგურ „სამასი არაგველებიდან“ კოლმეურნეობის მოედნის და ჭონქაძის ქუჩის გავლით, გოთუას ქუჩამდე და მათ 2017 წლის 29 მაისს საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ. გამოძიების მიერ ბარათაშვილის ქუჩაზე და მის მიმდებარედ გამოიკითხა ათეულობით მოწმე - ავტოსადგომის მუშაკები, ტაქსის მძღოლები, გარემოვაჭრეები და კერძო ობიექტების დაცვის თანამშრომლები, რომლებმაც განმარტეს, რომ მიმდინარე წლის 29 მაისს, არ დაუნახავთ ვინმეს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის და ავტომანქანით გატაცების ფაქტი, ასევე არ შეუნიშნავთ სხვა რაიმე საეჭვო გარემოება. ამასთან, ოთხი ობიექტიდან, რომლებიც აფგან მუხთარლის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, ამოღებული და დათავლიერებულია 27 ვიდეოჩანაწერი. აღნიშნულ ჩანაწერებში, მოცემულ პერიოდში აფგან მუხთარლი არ ფიქსირდება. ნიაღვრის და ჭონქაძის ქუჩებზე, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიებზე, გამოიკითხა 127 მოწმე, რომლებმაც განმარტეს, რომ მიმდინარე წლის 29 მაისს არ დაუნახავთ ვინმეს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ან ავტომანქანით გატაცების ფაქტი, ასევე არ შეუნიშნავთ სხვა რაიმე საეჭვო გარემოება. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის 61 თანამშრომელი, რომლებმაც განმარტეს, რომ 2017 წლის 29 მაისს, ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებში არსებულ სასაზღვრო ზოლში, რაიმე სახის ინციდენტს ან საეჭვო გარემოებას ადგილი არ ჰქონია. სისხლის სამართლის საქმეზე სულ დაკითხულია 343 მოწმე. სასამართლო განჩინებით, შპს „მაგთიკომიდან“ გამოძიებამ გამოითხოვა 2017 წლის 25 მაისიდან, 30 მაისის ჩათვლით, აფგან მუხთარლის მფლობელობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერზე შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა, ასევე ინფორმაცია ტელეფონის ე.წ. იმეი კოდებისა და მომსახურე ანძების თაობაზე. გამოძიების მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით, გაეგზავნათ შუამდგომლობა მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოთხოვისა და აფგან მუხთარლის დეტალური დაკითხვის თაობაზე, ასევე დაკითხვის დროს ქართული მხარის დასწრების შესახებ. აფგან მუხთარლის მეუღლეს ლეილა მუსტაფაევას და მის მცირეწლოვან შვილ დაენიშნათ დაცვის სპეციალური ღონისძიება - პირადი დაცვა, რაზეც ლეილა მუსტაფაევამ განაცხადა უარი. აფგან მუხთარლის და ლეილა მუსტაფაევას ინტერესების დამცველი ადვოკატი გაეცნო სისხლის სამართლის საქმის მასალებს და მას მიეცა ამოღებული ვიდეოჩანაწერების დათვალიერების საშუალება. ამჟამად საქმეზე გრძელდება გამოძიება“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)