|
2017-07-20 14:12:21, 1203 ნახვა
რეგიონი
ბათუმი 21-23 ივლისს ინტელექტუალურ თამაშს „რა? სად? როდის? უმასპინძლებს
ბათუმი 21-23 ივლისს მეხუთე საერთაშორისო ღია თასს ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის? უმასპინძლებს. ფესტივალში 12 ქვეყნის 400-მდე მოაზროვნე მონაწილეობას მიიღებს სახელდობრ: აზერბაიჯანი, ბელარუსი, გერმანია, ესტონეთი, ისრაელი, ლატვია, მოლდოვა, რუსეთი, საქართველო, სომხეთი, უკრაინა, ჩეხეთი. ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე „რა? სად? როდის?" კლუბების საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, „ბროლის ბუს" ორგზის მფლობელი - ალექსანდრ რუბინი (ისრაელი) იქნება. საქართველოს ინტელექტ-კლუბის პრეზიდენტის, გიორგი მოსიძის თქმით, ეს სერიოზული სპორტული შეჯიბრი, რომლის ორი საუკეთესი გუნდიც „რა? სად? როდის?" მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. „1998-2011 წწ ტარდებოდა სამხრეთ კავკასიის ჩემპიონატი, 2012 წლიდან კი ფესტივალი გაფართოვდა და მასში ყველა მსურველს შეუძლია მონაწილეობა. შავი ზღვის ღია თასი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფესტივალია ინტელექტუალური თამაშების სამყაროში. ერთის მხრივ, ეს სერიოზული სპორტული შეჯიბრია, რომლის ორი საუკეთესი გუნდიც „რა? სად? როდის?" მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას (ა.წ. 3-5 ნოემბერს ქ. ასტანაში (ყაზახეთი) გაიმართება); მეორეს მხრივ, ბათუმი პოპულარული კურორტია, რომელიც ფესტივალის მონაწილეებს დასვენების შესანიშნავ საშუალებას სთავაზობს“,-განაცხადა მოსიძემ. ღონისძიებაზე სათამაშოდ მსოფლიოს არაერთი უძლიერესი მოაზროვნე ჩამოვა. საქართველოს ღირსებას ფესტივალზე 20 გუნდი დაიცავს, მათ შორის: დავით რაფავას, ბაჩანა შენგელიას, ბესიკ ბუთურიშვილის, დავით სიჭინავასა, დავით ბაციკაძის, ალექსანდრე ლორთქიფანიძის, ეკატერინე ჩხარტიშვილის, გარსევან ჯორბენაძის და სხვა ექვსეულები. დავით რაფავას ექვსეული მეორე ნომრადაა განთესილი და ტურნირის ოფიციალური ფავორიტია. საკუთრივ „რა? სად? როდის?"-ის გარდა, ღონისძიების პროგრამაშია ინტელექტუალური თამაშები „Jeopardy!" და „ხამსა". აგრეთვე, შაბათს საღამოს ფესტივალის პროგრამით გაიმართება „რა? სად? როდის?" ტურნირი სახალისო და იუმორისტულ შეკითხვებზე. კვირას, 23 ივლისს საერთაშორისო ტურნირს „ბრეინ-რინგში" ბათუმის ბულვარი უმასპინძლებს. ფესტივალი ჩატარდება აჭარის მთვარობის მხარდაჭერითა და პირადად მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის პატრონაჟით. ფესტივალის სპონსორია - კომპანია „ფრეგო", ფესტივალის ოფიციალური ღვინო - Dugladze Wines & Spirits, ფესტივალის ოფიციალური წყალი - ბორჯომი. პარტნიორები: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი, „ფილიპ მორის საქართველო" ტურისტული კომპანია „აჭარატური" საინფორმაციო სააგენტო „Sova News" ფესტივალის გახსნის ცერემონია პარასკევს, 21 ივლისს 14:00-ზე სასტუმრო Euphoria Batumi Hotel-ის სააქტო დარბაზში შედგება. (NS)
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)