|
2017-07-19 21:33:38, 907 ნახვა
რეგიონი
აჭარასა და ოდესის ოლქს შორის თანამშრომლობის განვითარების გეგმას მოეწერა ხელი
ბათუმში, სასტუმრო ,,შერატონში" გამართულ აჭარის საინვესტიციო ბიზნეს ფორუმის ფარგლებში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ოდესის ოლქს შორის 2017-2019 წლების თანამშრომლობის განვითარების გეგმას მოეწერა ხელი. დოკუმენტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ მოაწერეს ხელი. თანამშრომლობის განვითარების გეგმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ოდესის რეგიონს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. საინვესტიციო ფორუმზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სპეციალური პრეზენტაცია გამართა. მინისტრის მოადგილემ კონსტანტინე მეგრელიშვილმა ფორუმის მონაწილეებს რეგიონის საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. ფორუმის მონაწილეებმა აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე მიიღეს ინფორმაცია. ფორუმის მონაწილეებს აჭარის ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული პოტენციალის გაცნობის საშუალებაც მიეცემათ. სტუმრებს აჭარის უცხოენოვანი საინვესტიციო ვიდეო რგოლი აჩვენეს. ბიზნეს ფორუმს საქართველოსა და უკრაინაში ლოჯისტიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე 250-მდე წარმომამდგენელი ესწრებოდა. ფორუმის ფარგლებში ქართულ და უკრაინულ კომპანიებს შორის პირისპირ შეხვედრები გაიმართება, სადაც მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრებენ.
(NS)
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)