|
2017-07-19 13:55:21, 2597 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში თხილის მსოფლიო კონგრესი 2021 წელს ჩატარდება
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, თხილის საერთაშორისო საბჭოს მიერ გადაწყვეტილია, რომ თხილის მსოფლიო კონგრესი 2021 წელს საქართველოში ჩატარდეს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თხილის მსოფლიო კონგრესის საქართველოში ჩატარება ქართული თხილის რეპუტაციას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს და მსოფლიო ბაზრებზე დამკვიდრებაში დაეხმარება. ამასთან, მინისტრის თქმით, რამდენიმე წლის წინ თხილი თუ იყო ველური კულტურა და არ კულტივირდებოდა, ახლა იმდენად საინტერესო გახდა, რომ მოსახლეობამ დამატებითი პლანტაციების გაშენება დაიწყო. დავითაშვილის თქმით, თხილი საექსპორტოდ უმნიშვნელოვანესი პროდუქტია. „თხილი არის უმნიშვნელოვანესი საექსპორტო პროდუქტი. წლიდან წლამდე ჩვენ ვქმნით ქართული თხილის ინდუსტრიას. თუ თხილი იყო ველური კულტურა და არ კულტივირდებოდა რამდენიმე წლის წინ, ეს იმდენად საინტერესო კულტურა გახდა, რომ დაიწყო დამატებითი პლანტაციების გაშენება. ის იძენს ისეთ სახეს როგორც სხვა აგროსასურსათო მიმართულებები. ღირებულებათა ჯაჭვში მნიშნელოვანია თხილის მიღება, გადამუშავება, გაშრობა, რა თქმა უნდა საბოლოო სახის მიცემა და საექსპორტო პროდუქციის გამზადება და ექსპორტზე გატანა. საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანა სადაც თხილის ინდუსტრია არის რეგლამენტირებული, რეგულირებადი დარგი. საქართველოში ჩვენ მივიღეთ თხილის რეგლამენტი და ბოლო პერიოდში შევიტანეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც მომავალი წლიდან საქართველოდან თხილის ექსპორტით დაშვებული იქნება მხოლოდ იმ საწარმოების მიერ რომელსაც ექნება საერთაშორისო სტანდარტი დანერგილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება იმისთვის, რომ საქართველოდან თხილი იყოს საიმედო, შესაბამისად ეს მოქმედებდეს ქართული თხილის რეპუტაცია“,-განაცხადა დავითაშვილმა. მინისტრის თქმით, ქართულ თხილში გარკვეულ შემთხვევებში შეიძება იყოს აქვატოქსინი, რაც ნებისმიერი კაკლოვანი კულტურისთვის ჩვეულებრივი პრაქტიკაა. „ქართული თხილი ერთ-ერთი ყველაზე კარგი ხარისხიანი პროდუქტია და ის რომ ქართულ თხილში გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება იყოს აქვატოქსინი ეს არის ნებისმიერი კაკლოვანი თხილოვანი კულტურის პროდუქტში ჩვეულებრივი პრაქტიკა. ქართული თხილის ევროკავშირიდან დაბრუნების 9 შემთხვევა არსებობდა მხოლოდ. ცნობილია, რომ ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ახალი მავნებლის სახით, ეს არის აზიური ფაროსანა, რომელიც არის პრობლემა ყველა ძირითადი თხილის მწარმოებელი ქვეყნისთვის. ეს არის მავნებელი, რომელსაც მარტივად ვერ უმკლავდება ვერცერთი მოწინავე ქვეყანა, 50 ჰექტარზე მეტი დამუშავდა ქიმიურად. კონტროლში მოექცა ეს მავნებელი. ამან მოგვცა ის საშუალება რომ ამ მავნებლის გავრცელება შეგვეჩერებინა“,- დასძინა ლევან დავითაშვილმა.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)