|
2017-07-15 14:00:46, 2451 ნახვა
პოლიტიკა
აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება: ქართული მხარე საერთაშორისო პლატფორმებს ყალბი ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებს
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ში საქართველოს ელჩისა და გაერო-ს გენერალური მდივნის შეხვედრას ეხმაურება. „როგორც ცნობილი გახდა, 2017 წლის 12 ივლისს, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვდა. შეხვედრაზე, საქართველოს წარმომადგენელმა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების მონიტორინგის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. სამწუხაროდ, ქართული მხარე იყენებს სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმას და აგრძელებს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ყალბი და ცალმხრივი ინფორმაციის გავრცელებას. საქართველო იყენებს დასავლელი პარტნიორების პატრონაჟს და აფერხებს საერთაშორისო ინსტიტუციებში აფხაზეთის წარმომადგენლების მონაწილეობას. ამგვარად, შეიქმნა მანკიერი პრაქტიკა, რომლის მიხედვით საერთაშორისო საზოგადოება ეყრდნობა საქართველოს მიერ გავრცელებულ მიკერძოებულ ინფორმაციას, რასაც ქართული მხარე აფხაზეთის ირგვლივ არასასურველი იმიჯის შესაქმნელად იყენებს. აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმია (IPRM). შესაბამისად, ქართული მხარის მიერ, რეგულარული მოწოდება რაიმე დამატებითი საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნასთან დაკავშირებით, სრული აბსურდია. მეტიც, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ქართული მხარე აბსოლუტურად არ არის მზად, დაიწყოს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის არსებული საშუალებებით მოგვარება და რეგიონში შექმნას უსაფრთხოების პირობები. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა საკითხებს, ჩვენ გვსურს აღვნიშნოთ, რომ 2016 წლის ბოლოს, ევროკავშირის დახმარებით, განხორციელდა მისია, რომელიც მიზნად აფხაზეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესწავლას ისახავდა. ცნობილი ევროპელი დიპლომატის და ადამიანის უფლებათა დამცველის თომას ჰამარბერგის საბოლოო დასკვნა ცხადყოფს აფხაზეთში, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, პოზიტიურ დინამიკას. ამდენად, ქართველი პოლიტიკოსების ბრალდებები, რომ აფხაზეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების სფეროში სერიოზული დარღვევები მიმდინარეობს, მხოლოდ პოლიტიზირებული და პოპულისტურია“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)