|
2017-07-14 15:26:11, 2850 ნახვა
სამართალი
მეუფე იაკობი: მხოლოდ სიმართლის თქმას ვაპირებ
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ე.წ. ციანის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს, მეუფე იაკობი მივიდა. როგორც მან სასამართლოში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესზე მხოლოდ სიმართლის თქმას აპირებს. ცნობისთვის, დღეს სასამართლოში პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორე თეთრუაშვილიც იმყოფებოდა. მისი დაკითხვა თითქმის 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მან სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია ცოტა ხნის წინ, უკომენტაროდ დატოვა. შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეს კვლავ ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდა. საქმეზე უკვე დაიკითხნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლები, რომლებსაც პროკურატურის ინფორმაციით, უშუალოდ ჰქონდათ შეხება ბარგის ამოღებასთან და დალუქვასთან, ასევე გამომძიებლები, რომლებმაც ამოიღებს ბრალდებულის ბარგი და ასევე ჩაატარეს ჩხრეკა მამა გიორგი მამალაძის სახლში. დაკითხულია ბრალდების მხარის ე.წ. ოქროს მოწმე, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე, ბრალდებულ გიორგი მამალაძის ბინის მეპატრონე, სადაც პროკურატურისვე ცნობით, დეკანოზი უანგაროდ ცხოვრობდა, ადვოკატები-ირმა ჭკადუა და ლილი გელაშვილი, რომლებმაც ბრალდების მხარის მთავარ მოწმეს, ირაკლი მამალაძეს ურჩიეს, საგამოძიებო ორგანოებისთვის მიემართა, დაკითხულები არიან მამა გიორგი მამალაძის მეზობლები და სხვა პირები. საერთო ჯამში ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურა 120-მდე მოწმის დაკითხვას აპირებს. როგორც პროკურორები ამბობენ, აუცილებლად დაიკითხება საქმეში დაზარალებულად ცნობილი, პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი, თუმცა როდის მოხდება მისი დაკითხვა, ჯერჯერობით უცნობია.
ჰაკერებმა მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟა გატეხეს და შესაძლოა, მილიარდობით დოლარი მოიპარეს
უკრაინელებმა სამარაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს, მოსკოვში კი კვლავ საჰაერო კოლაფსია
უკრაინამ ბრიანსკის რეგიონში დაბომბა ქარხანა, რომელიც რუსული არმიისთვის დაკონსერვებულ საკვებს აწარმოებს
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)