|
2017-07-13 13:07:31, 2549 ნახვა
პოლიტიკა
ბათუმში მე-14 საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს ევროპული გზა“ გაიხსნა
13 ივლისს, ქ. ბათუმში, რიგითმე-14 საერთაშორისოკონფერენცია "საქართველოსევროპულიგზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა" გაიხსნა. კონფერენცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ გახსნა. “თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბათუმის ტრადიციული კონფერენცია, რომელიც ჩვენს „ზაფხულის დედაქალაქში“ წელს უკვე მე-14-ედ ტარდება, საერთაშორისო ბრენდად იქცა. წლიდან წლამდე, კონფერენცია სულ უფრო მეტი მონაწილის ინტერესს იწვევს, რაც მის მზარდ მნიშვნელობაზე მიანიშნებს. მონაწილეთა რაოდენობის მხრივ, კონფერენციისთვის ეს რეკორდული მაჩვენებელია. ძალიან სასიხარულო და ამავდროულად სიმბოლურია, რომ დღეს ამ დარბაზში ერთან სხედან ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები - საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე. ეს, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ელიტის კონსენსუსს ჩვენი საერთო - ევროპული გზის თაობაზე. აქვე, ნება მომეცით, სტუმრებს შორის განსაკუთრებით გამოვყო ევროკომისიის ენერგეტიკული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, ბ-ნი მაროშ შეფჩოვიჩი, რომლის კონფერენციაში მონაწილეობაც ენერგეტიკის სფეროში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. მინდა, ასევე პერსონალურად მივესალმო ბ-ნი ვაზილ ჰუდაკს, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს და დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. თავისი უახლოესი ისტორიის მანძილზე საქართველო არასოდეს ყოფილა ევროკავშირთან და დემოკრატიული ევროპული ქვეყნების ოჯახთან ისე ახლოს, როგორც დღეს! წლევანდელ კონფერენციასთან დაკავშირებით, მსურს რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა გამოვყო: საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება, საქართველოს ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანება, რომის ხელშეკრულებების მე-60 წლისთავი; აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებული სამიტი. ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მისი ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის (DCFTA) შესაბამისად, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, წარმატებით მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტებისა და კანონმდებლობის ყოვლისმომცველი რეფორმირების პროცესი. ჩვენთვის, ძალიან ღირებული თვითონ ევროინტეგრაციის პროცესი და თანმხლები რეფორმები, რაც უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობასა და ნათელ/უკეთეს მომავალს ემსახურება. ნება მომეცით, ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე განვაცხადო, რომ ევროპული სული დღეს საქართველოშიც ცოცხალია. სწორედ ის სული, რომელიც დღეს ასე ჭირდება ევროპას. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. მეტიც, ევროპული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობა არის ჩვენი - მთავრობის ვალდებულება, რომელიც საკუთარმა მოსახლეობამ დაგვაკისრა და რომელსაც აუცილებლად ღირსეულად შევასრულებთ.”-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა. კონფერენციის მონაწილეეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგიკვირიკაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ენერგოკავშირის საკითხებზე პასუხისმგებელმა მაროშ შევჩოვიჩმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა. კონფერენციაში მონაწილეობენსაქართველოს, ევროკავშირისდა „აღმოსავლეთპარტნიორობის“ წევრი ქვეყნების აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტარები, ასევე, სამოქალაქოსაზოგადოების, აკადემიურიწრეების, მედიისადაბიზნესსექტორისწარმომადგენლები. საერთაშორისოკონფერენცია - „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“, 2007 წლიდან, ტრადიციულად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ტარდება. (NS)
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)