23:27 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-14 17:57:57, 349 ნახვა

Charlie Hebdo-ს რედაქციამ 14 იანვრის ტირაჟი 5 მილიონამდე გაზარდა

ფრანგული სატირული ჟურნალის Charlie Hebdo-ს რედაქცმიამ 14 იანვრის ტირაჟი 5 მილიონამდე გაზარდა.

ამის შესახებ ინფრომაციას BBC ავრცელებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება ჟურნალის რედაქციამ მას შემდეგ მიიღო, რაც Charlie Hebdo-ს შესაძენად საფრანგეთში, პრესის ჯიხურებთან დიდი რიგები დადგა და ყველა მსურველმა ჟურნალის შეძენა ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, Charlie Hebdo-ს ახალი ნომერი დღეს დილით გამოვიდა. ჟურნალის ყდაზე გამოტანილია მოჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურა, რომელსაც ხელში აბრა წარწერით „მე ვარ შარლი“ უჭირავს, ხოლო ნახატის ზედა მხარეს არის წარწერა „ყველაფერი ნაპატიებია“.

ჟურნალი 6 ენაზე გამოვიდა, მათ შორის არაბულზე. Charlie Hebdo-ს სასარგებლოდ საფრანგეთის მოსახლეობამ 1 მილიონი ევროს შემოწირულობა შეაგროვა. გამოცემას კომპანიებიც ეხმარებიან. მაგალითად, Google-მა ჟურნალს 250 ათასი ევრო გადაურიცხა.

აღსანიშნავია, რომ ტერაქტამდე Charile Hebdo დაბალი გაყიდვების გამო გაკოტრების ზღვარზე იყო.

შეგახსენებთ, ტერორისტების თავდასხმის შედეგად სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ 10 თანამშრომელი და 2 პოლიციელი დაიღუპა.  ამის შემდეგ საფრანგეთში ერთ-ერთ მაღაზიაში მძევლები აიყვანეს. შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, ერდოღანთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალ ნაბიჯებზე შეთანხმდა
მახაშვილის თქმით, აპრილში აშშ-დან ჯგუფი ჩამოვა, რომელიც მიმდინარე პროცესებს შეისწავლის
ირანში დაბომბვის შედეგად დაზიანდა გოლესტანის სასახლე
ვაზისუბანში ერთი ადამიანი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics