|
2017-07-12 12:42:07, 2893 ნახვა
მსოფლიო
რეჯეპ ტაიფ ერდოღანი: ევროკავშირი თურქეთს დროს აკარგვინებს
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, ევროკავშირი შეუცვლელი არ არის, - ამის შესახებ BBC იუწყება. ამასთან, ერდოღანმა აღნიშნა, რომ "თუ ევროკავშირი თურქეთის გაწევრიანებაზე უარს იტყვის, ქვეყანა სხვა გეგმას მიჰყვება". "ჩვენ ერთგულნი ვართ ჩვენი სიტყვების. თუ ევროკავშირი პირდაპირ გვეტყვის, რომ ვერ შეძლებენ თურქეთის ევროკავშირში მიღებას, ჩვენ ამას მივიღებთ. ამის შემდეგ ჩვენ B და C გეგმების თანახმად მოვიქცევით. ევროკავშირი ჩვენთვის შეუცვლელი არ არის. წყნარად ვართ. ევროკავშირი ჩვენს თურქეთს დროს აკარგვინებს", - განაცხადა ერდოღანმა. ამასთან, პრეზიდენტმა ქვეყნის ხელისუფლების მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებსაც უპასუხა. კერძოდ კი, ერდოღანი თურქეთის მასშტაბით მასობრივი დაკავებების საკითხს გამოეხმაურა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, გაჟღერებული ბრალდებები თითქოს, თურქეთის ხელისუფლებამ 150 ჟურნალისტი დააკავა, სიცრუეა. "ამჟამად ციხეში მხოლოდ 2 პიროვნებაა, ვისაც პრესბარათი გააჩნია. თურქეთში არავის იჭერენ იმის გამო, რომ ჟურნალისტია. რა თქმა უნდა ოპოზიციონერი ჟურნალისტებიც არსებობენ, რომლებიც ჩემზე შეურაცხმყოფელ სტატიებს წერენ. ეს მასალები არსად ქრება და ჩვეულებრივად იბეჭდება ჩემს ქვეყანაში. ის ადამიანები, რომლებიც ახლა ციხეში იმყოფებიან - მათ არ აქვთ ჟურნალისტის სტატუსი. ზოგიერთი მათგანი ტერორისტულ დაჯგუფებებთან არიან კავშირში, ზოგი ყაჩაღობის და ვანდალიზმის ბრალდებით არის დაკავებული. მათ არ აქვთ ოფიციალური, დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ ჟურნალისტები არიან, უმრავლესობას ყალბი ბარათი აქვს, რომელიც არაფერს ამტკიცებს, თუმცა ისინი ამით ჟურნალისტობას "იბრალებენ"", - განაცხადა ერდოღანმა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)