12:38 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-06 17:13:08, 2613 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი: რუსეთს მოვუწოდებთ, შეწყვიტოს დესტაბილიზაციის გამომწვევი საქმიანობა უკრაინასა და სხვა რეგიონებში

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეფასებით, რუსეთი საერთაშორისო არენაზე დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს ახორციელებს და მტრულად განწყობილ რეჟიმებს უჭერს მხარს.

ამერიკის პრეზიდენტმა რუსეთს მოუწოდა, უკრაინასა და სხვა რეგიონებში დესტაბილიზაციური ქმედებები შეწყვიტოს.

"რუსეთს მოვუწოდებთ შეწყვიტოს დესტაბილიზაციის გამომწვევი საქმიანობა უკრაინაში და სხვა რეგიონებში. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს მტრულად განწყობილი რეჟიმების, მათ შორის სირიისა და ირანის მხარდაჭერა. ამის ნაცვლად რუსეთი უნდა შეუერთდეს პასუხისმგებლიანი ერების თანამეგობრობას, იბრძოლოს საერთო მტრის წინააღმდეგ და დაიცვას ცივილიზაცია", - განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი პოლონეთში ევროპული ტურნეს ფარგლებში იმყოფება. ხვალ ტრამპს ჰამბურგში ელოდებიან, სადაც ის „დიდი ოცეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ამასთან, ხვალ დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის პირველი შეხვედრა გაიმართება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის სანქციების გამო არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა
ტრამპმა რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 12.5%-იანი ტარიფი დააწესა
მშობელი: დიუშენის წამლების შემოტანის ვადა უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება
სანქტ-პეტერბურგში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე უკრაინის იერიშს ძლიერი ხანძარი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics