06:22 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-03 13:10:21, 608 ნახვა

ირაკლი ლომიძე: მუსტაფა ემრე ჩაბუქთან დაკავშირებული ყველა სახის დოკუმენტაცია მუშავდება

რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს უფროსის ირაკლი ლომიძის განცხადებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქთან დაკავშირებული ყველა სახის დოკუმენტაცია მუშავდება.

როგორც ლომიძემ აღნიშნა, მუსტაფა ემრე ჩაბუქთან დაკავშირებით ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მოპოვებული ინფორმაცია და ის დოკუმენტაცია, რომელიც სამინისტროს მიაწოდეს, მუშავდება. 

„ამ ეტაპზე ყველანაირი დოკუმენტაციის შეჯერების და თავშესაფრის მაძიებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შეჯერებამდე ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული. კვლევის საგანია, რომ შეფასდეს რელევენტურობა და იმ ინფორმაციის სიმძიმე, რომელიც არის წარმოდგენილი. ხვალ ოჯახს შეხვდება ის სპეციალისტი, რომელმაც აწარმოა პირველი კვლევა თავშესაფრის მაძიებელთან. კვლევას ახორციელებს ერთი სპეციალისტი, მისი დასკვნა წარედგინება სამმართველოს უფროსს, შემდგომ დეპარტამენტის უფროსს გადაეცემა და იგი მიიღრეს საბოლოო გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ირაკლი ლომიძემ. 

ცნობისთვის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ოჯახის წევრები ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის წარმომადგენლებს ხვალ 11:00 საათზე შეხვდებიან. ამასთან, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილებას 7 ივლისს მიიღებს. გარდა ამისა, ოჯახის ადვოკატი სოსო ბარატაშვილი, მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის და მისი ოჯახისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშნვის მოთხოვნით შესაბამის უწყებას დღეს მიმართავს. 

შეგახსენებთ, თბილისში, 24 მაისს, თურქული მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი  მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. სასამართლო პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ ჩაბუქს შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად და მისი დაპატიმრება მოითხოვა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მუსტაფა ემრე ჩაბუქს სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული პედაგოგი ბრალს არ აღიარებს.

ამავე თემაზე: ჩაბუქის ადვოკატი: მივმართავთ სოზარ სუბარს, გულდასმით წაიკითხოს დოკუმენტაცია და ნუ გაწირავს ამ ადამიანებს

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics