|
2017-07-01 17:40:06, 2785 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი გერმანიის ყოფილ კანცლერს ჰელმუტ კოლს გამოემშვიდობა
გერმანიის ყოფილ კანცლერს ჰელმუტ კოლს დღეს დაკრძალავენ, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ევროპარლამენტში პოლიტიკოსს მსოფლიო ლიდერები დაემშვიდობნენ. მათ გერმანიისა და ევროპის გაერთიანებაში კოლის წვლილს გაუსვეს ხაზი. როგორც მედია წერს, კოლმა დაყოფილი გერმანიის გაერთიანებაში და ევროპის განვითარებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. გერმანიის მოქმედი კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, კოლი მიიჩნევდა, რომ ევროპაში ომი აღარ უნდა განმეორდეს. "ახლა ჩვენი დროა, რომ შენი ფასეულობები და მემკვიდრეობა განვავითაროდ, სხვებს ჩავუნერგოთ. ქედს ვიხრი შენს წინაშე, იმ მადლიერების გამოსახატად, რომელიც გამაჩნია შენი პიროვნებისადმი", - განაცხადა ანგელა მერკელმა ერვოპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. გამოსამშვიდობებელი სიტყვა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანულ მაკრონიმაც წარმოთქვა. „ის საზღვრებს ხიდებს ამჯობინებდა, რომ არაფერი ვთქვათ კედლებზე“- აღნიშნა მაკრონმა. მედიის ინფორმაციით, ცერემონიას ბილ კლინტონი, ანგელა მერკელი, ტერეზა მეი და დიმიტრი მედვედევიც ესწრებოდნენ. ცნობისთვის, კოლი 1982-დან 1998 წლის ჩათვლით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის პოსტს იკავებდა. ევროპისთვის გაერთიანების სიმბოლოდ ის დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის გაერთიანებაში, 1990 წელს შეტანილი წვლილის დამსახურებით იქცა. მისივე წყალობით მოეწერა ხელი დოკუმენტს, რომელიც ევროკავშირის იმ სახით შექმნას გულისხმობდა, რომელსაც დღეს ვიცნობთ. ჰელმუტ კოლი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)