|
2015-01-14 16:46:26, 313 ნახვა
კვერენჩხილაძე: მთავრობას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, პრეზიდენტის მოხსენება უნდა აინტერესებდეს
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ახალი კონსტიტუციით, მთავრობა ვალდებული არაა, პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას დაესწროს. კვერენჩხილაძის განმარტებით, საქართველოს არა ახალი, არამედ კვლავ 1995 წლის კონსტიტუცია აქვს, რომელიც უბრალოდ ახალი რედაქციით მოქმედებს. მისივე თქმით, პრეზიდენტის მოხსენებაზე დასწრების ვალდებულება მთავრობას არც წინა რედაქციის შემთხვევაში და არც ახლა არ აკისრია. "მინდა გითხრათ, რომ ახალი კონსტიტუცია საქართველოს არ აქვს. საქართველოს აქვს კვლავ 1995 წლის კონსტიტუცია, რომელიც ახალი რედაქციით მოქმედებს. პოზიტიური ვალდებულება პრეზიდენტის მოხსენებაზე დასწრებისა, არც წინა რედაქციის შემთხვევაში, არც ახალი რედაქციის შემთხვევაში მთავრობას არ აკისრია. რაც შეეხება მისვლის საკითხს, მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტი, რომელიც არის სახელმწიფოს მეთაური, რომელიც გახლავთ კონსტიტუციურად უმაღლესი მთავარსარდალი, რომელიც გახლავთ კონსტიტუციურად ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობის გარანტი, რომელიც კონსტიტუციის გარანტია, რომელიც კონსტიტუციურად ასევე გახლავთ სახელმწიფო ორგანოთა ნორმალური ფუნქციონირების გარანტი, მისი ვალდებულებაა, პარლამენტს წელიწადში ერთხელ წარუდგინოს მოხსენება ქვეყნის მდომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითებთან დაკავშირებით",-განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ. ამასთან, კვერენჩხილაძის განმარტებით, პრეზიდენტის კონსტიტუციური სტატუსისა და თავად მოხსენების კონსტიტუციური რეგლამენტაციის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებული შინაარსის გათვალისწინებით, მთავრობას სახელმწიფოს მეთაურის მოხსენება უნდა აინტერესებდეს. "პრეზიდენტის კონსტიუციური სტატუსისა და თავად მოხსენების კონსტიტუციური რეგლამენტაციის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებული შინაარსის გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და თანამდებობის პირებს გარკვეული ინსტიტუციური ურთიერთდამოკიდებულება გააჩნიათ, სახლმწიფო ხელისუფლების ერთიანობის პრინციპი არსებობს, ვფიქრობ, საკმაოდ მნიშვნელოვანია პრეზიდენტის ამგვარი მოხსენება პარლამენტისადმი და შესაბამისად, მთავრობას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მეთაურის მოხსენება უნდა აინტერესებდეს",-აღნიშნა გიორგი კვერენჩხილაძემ. ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ახალი კონსტიტუციით, მთავრობა ვალდებული არაა, პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას დაესწროს. მისივე თქმით, პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში სიმბოლურია და მინისტრებისა და პრემიერის იმ დროისათვის საკანონმდებლო ორგანოში ყოფნა საჭიროდ არ მიაჩნია. აღსანიშნავია, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ შარშანდელი შემთხვევა, როდესაც მთავრობამ პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენებაზე დასწრება ვერ მოახერხა, წელს არ გამეორდება. როგორც მარგველაშვილმა განმარტა, მოხსენებაზე მთავრობის არ დასწრებამ, საქართველოს საერთაშორისო და შიდა იმიჯს სიკეთე არ მოუტანა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)