|
2017-06-29 12:55:04, 1028 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ბულვარში ველობილიკის მიღმა სატრანსოპორტო საშუალებით გადაადგილებისთვის 50 ლარამდე ჯარიმა ამოქმედდა
ბათუმის ბულვარში ველობილიკის მიღმა სატრანსოპორტო საშუალებით გადაადგილებისთვის ჯარიმები შემოდის. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ბულვარის ტერიტორიაზე ველოსიპედით, მოტოციკლით, კვადროციკლით ან სხვა, მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებებით გადაადგილება ველობილიკის მიღმა, გამოიწვევს პირის გაფრთხილებას, ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით. ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში-გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. ასევე, ველობილიკის მიღმა ველოსიპედით მოძრაობა ნებადართულია 06:00 საათიდან 09:00 საათამდე. ბულვარის ადმინისტრაცია მოძრაობის წესების დაცვისკენ მოუწოდებს ქვეითად მოსიარულეებსაც, რადგანაც არსებული წესებით ველობილიკზე ქვეითთა მოსიარულეთათვის მოძრაობა აკრძალულია. არსებულ შეზღუდვებს ბათუმის ბულვარის მონიტორინგის სამსახური გააკონტროლებს. ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, ბულვარში ველობილიკის მიღმა მოძრაობის წესების დარღვევისათვის 7 პირია დაჯარიმებული. ასევე, მონიტორინგი გამკაცრდება ბულვარის ტერიტორიის დანაგვიანებაზე. ბათუმში, ძველი და ახალი ბულვარის ტერიტორიის დაბინძურებისთვის პირი 20-დან 5000 ლარამდე დაჯარიმდება. 2 კილოგრამამდე ნარჩენის დაყრა 80 ლარით ჯარიმდება, 2კგ-ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარენებით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზ.პირი-300,ხოლო იურ.პირი 500 ლარით. 1მ3-ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. ხოლო ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით და მისი ფეკალური მასის ტერიტორიის დაბინძურება 20 ლარით დაჯარიმდება. გარდა ფიზიკური პირებისა, ჯარიმა იურიდიულ პირებზეც გავრცელდება. ძველი და ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მონიტორინგი ყოველდღიურად 09:00 საათიდან 00:00 საათამდე, განხორციელდება. (NS)
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)