07:10 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-29 09:45:09, 2864 ნახვა

პოლიტიკა მსოფლიო
გრიგორი კარასინი: თვითმფრინავის ეკიპაჟებისთვის ვიზების გამარტივების პროცესი მზადდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, 2015 წლის დეკემბრიდან რუსული მხარე საქართველოს მოქალაქეებისთვის საქმიან, სამუშაო, სასწავლო და ჰუმანიტარულ ვიზებს გასცემს, ახლა კი, თვითმფრინავის ეკიპაჟებისთვის ვიზების გამარტივების პროცესი მზადდება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გამოცემა "იზვესტიასთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

დიპლომატის თქმით, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს სტუმრობენ, „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ კანონის მოქმედების რისკის ქვეშ არიან, რაც მისივე შეფასებით, არა მხოლოდ ადმინისტრაციულ, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს იმ პირებისთვის, ვინც მანამდე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში იმყოფებოდა.

„ვიზების ლიბერალიზაციის საკითხზე მასშტაბური ერთობლივი მუშაობის ორგანიზება რთული იქნება, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში. ის ქართული მხარის ინიციატივით შეწყდა. მათი აღდგენის პერსპექტივა ასევე თბილისზეა დამოკიდებული", - აღნიშნა კარასინმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics