|
2017-06-26 15:11:45, 919 ნახვა
რეგიონი
ექიმ ნაბრი მიქელაძეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ჯილდო გადაეცა
ღვაწლმოსილ ექიმს, ნაბრი მიქელაძეს, 76 წლის იუბილესთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საქმეში შეტანილი წვლილისათვის მინისტრის ჯილდო გადაეცა. ღვაწლმოსილ ექიმს, მინისტრის სახელით იუბილე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა სურმანიძემ მიულოცა და ჯილდოსთან ერთად სიმბოლური საჩუქარი გადასცა. სამინისტროს ცნობით, ნაბრი მიქელაძემ სამედიცინო განათლება ლენინგრადის N1 სამედიცინო ინსტიტუტში მიიღო. უმაღლესი სასწავლებლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო კალინინგრადის ოლქის ქ. ნემანის რაიონულ საავადმყოფოში, მომდევნო 2 წლის განმავლობაში იყო ამავე კლინიკის - ქირურგიული განყოფილების გამგე. 1967 წელს ის საქართველოში დაბრუნდა და სამედიცინო საქმიანობა ქ. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გააგრძელა. თუმცა, 1969 წელს, კიევის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში ჩაირიცხა და პარალელურად პრაქტიკულ საქმიანობას ეწეოდა. 1973 წელს ნაბრი მიქელაძე კვლავ ბრუნდება საქართველოში და მუშაობას ქ. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორად იწყებს. ის ასევე მუშაობდა ქ. ქ. ბათუმის N3 საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგედ, სადაც ჩამოაყალიბა სასწრაფო ქირურგიული სამსახური. 2009 - 2014 წწ მუშაობდა ჯანმრთელობის ცენტრ „მედინა“-ს ქირურგიულ განყოფილებაში, ორდინატორად. დაცული აქვს დისერტაცია თემაზე „სიმპატო-ადრენალური სისტემის ფუნქცია მაობლიტირებელი ართერიოზით დაავადებულთა შორის კონსერვატულ და ოპერაციულ მკურნალობამდე და მის შემდეგ“, რომელის საფუძველზე მინიჭებული აქვს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.
(NS)
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)