|
2017-06-23 13:37:07, 759 ნახვა
რეგიონი
ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში აჭარაში 307 ადამიანი გადამზადდა
დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ტურიზმის განვითარების სკოლის 6 თვის საქმიანობა შეჯამდა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტმანეტის ინფორმაციით, პრეზენტაციისას სერვისის განვითარების განყოფილების უფროსმა თამარ კაიკაციშვილმა აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ ტრენინგებსა და მათ შედეგებზე ისაუბრა. მათივე ინფორმაციით, ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში პირველ ორ კვარტალში მთიან აჭარასა და ბათუმში ტურიზმში დასაქმებული 307 ადამიანი გადამზადდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა მომსახურების სტანდარტები, სურსათის უვნებლობა, დასუფთავება, პიარი და რეკლამა, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები. მთიან აჭარაში ტურიზმში დასაქმებულ ადამიანებს ინტენსიური ტრენინგები წელს პირველად ჩაუტარდათ, რაც 207 საოჯახო-სასტუმრო სახლისა და კვების ობიექტის გადამზადებულ მეპატრონეს ითვალისწინებს. რაც შეეხება ქალაქს, ბათუმში ტრენინგ-კონსულტაციები 100-მა ადამიანმა გაიარა. მათ შორის წელს პირველად 16 გიდი ბათუმის ტურის მიმართულებით გადამზადდა. პრეზენტაციას ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ჩატარებული ბოლო ტრენინგის „ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები“ მონაწილეები ესწრებოდნენ. მათ დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა აჭარის რეკლამირების მიზნით განხორციელებულ პროექტებზე და ტურიზმის განვითარებაში რეკლამის როლზე ესაუბრა. შეხვედრის ბოლოს თავმჯდომარემ ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პროექტი „ტურიზმის განვითარების სკოლა“ წელს დაიწყო. პროექტის მიზანი რეგიონში, განსაკუთრებით კი მთიან აჭარაში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაა. წლის ბოლომდე პროექტის ფარგლებში ტრენინგები დამატებით ტურიზმში დასაქმებულ 100-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)