|
2017-06-17 12:41:03, 2750 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა კუბას შეზღუდვები დაუწესა
ამერიკის შეერტებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ კუბასთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული რამდენიმე პუნქტი გააუქმა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ძირითადი ცვლილება ამერიკულ კომპანიებსა და კუბას შორის საქმიან ურთიერთობებს ეხება. გარდა ამისა, აშშ-ის მოქალაქეებს კუბელ მაღალჩინოსნებთან და სამხედრო პირებთან ნებისმიერი სახის კავშირი აეკრძალებათ იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი ოჯახის წევრები არიან. მიუხედავად გამკაცრებული პოლიტიკისა, ტრამპის ადმინისტრაცია ოფიციალურ ჰავანასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს შეინარჩუნებს. პრეზიდენტის ახალი პოლიტიკის ფარგლებში კუბასთან საჰაერო და საზღვაო კავშირი არ გაწყდება. როგორ მედია წერს, ტრამპის აღნიშნულ გადაწყვეტილებას შტატ ფლორიდაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. აშშ-ში მცხოვრები კუბელები შიშობენ, რომ აკრძალვები კუბაზე ამერიკელი ტურისტების რაოდენობას შეამცირებს, რაც კუნძლოვანი სახელმწიფოს ეკონომიკას დააზარალებს. ტრამპის გადაწყვეტილებას კუბის მთავრობა რამდენიმე საათში გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ კარიბის კრიზისის შედეგად 54-წლიანი იზოლაციის შემდეგ, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს კუბაზე აშშ-ის საელჩო გაიხსნა, ხოლო 2015 წლის 15 აგვისტოს ვაშინგტონში კუბამ ელჩი გაგზავნა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კუბა ტერორისტული გაჯგუფებების ფინანსური მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან ამოიღო. 2016 წლის 20 მარტს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჰავანაში ოჯახთან ერთად ჩავიდა. კუბასთან ურთიერთობების ნორმალიზებას პოლიტოლოგების დიდი ნაწილი ობამას ადმინისტრაციის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად მიიჩნევს.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)