|
2017-06-16 21:41:39, 2680 ნახვა
მსოფლიო
ლონდონში მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
კენსინგტონსა და „Chelsea Town Hall“-ში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, - ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ლონდონში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ხანძრისას დაზარალებულთათვის დახმარებას ითხოვენ. 60-მდე პირი, აღნიშნული მოთხოვნით, საკონსულო შენობაში შეიჭრა. აქციის ერთ-ერთი წევრის განცხადებით, უსახლაკაროდ დარჩენილ ადამიანებს თავშესაფარი დაუყოვნებლივ ესაჭიროებათ. სპეციალური შეხვედრისას, ტერეზა მეიმ, დაზარალებულთათვის შექმნილ ფონდში, 5 მილიონი გირვანქა სტერლინგის ჩადება დაანონსა, თუმცა ამ დრომდე დახმარება არავის მიუღია. შეგახსენებთ, გადაუდებელი სამსახურები მესამე დღეა, რაც სამძებრო სამუშაოებს ახორციელებენ. მიუხედევად პრემიერის ბრძანებისა, პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ დაღუპულთა ამოცნობა შესაძლოა ვეღარ მოხერხდეს.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)