|
2017-06-16 10:33:03, 639 ნახვა
რეგიონი
ცენტრალური აზიის ექსპერტთა ჯგუფმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის გამოცდილება გაიზიარა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტებმა საქართველოში ვიზიტით მყოფი ცენტრალური აზიის ექსპერტთა ჯგუფის წევრებს ლაბორატორიული ქსელის სისტემატიზაციისა და საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების წინაპირობების შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხუთი სხვადასხვა ქვეყნის :ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთის მთავარმა ფიტო და ვეტ-სანიტრებმა განხორციელებულ რეფორმებზე მათთვის საინტერესო ინფორმაცია მიიღეს. მხარეებმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) შეთანხმებების მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და ვაჭრობის ხელშეწყობის საკითხებს ლაბორატორიული კომპონენტის ნაწილში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ცენტრალური აზიის რეგიონალური სამუშაო ჯგუფის წევრები საქართველოში ამერიკის სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ფარგლებში იმყოფებიან. პროგრამის მიზანია რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებების შემუშავება, რომელიც ეხება საზღვრის გადაკვეთისას სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის (SPS) პროცედურების ეფექტიანობისა და პროგნოზირებადობის გაუმჯობესებას და ამ რეკომენდაციების გაზიარებას ეროვნულ და რეგიონულ დონეზე. „ეს არის კარგი პლატფორმა ქვეყნებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარებისთვის. პროექტის ფარგლებში ეს რიგით მეხუთე შეხვედრაა, რომელიც გვინდოდა, რომ საქართველოში გამართულიყო. ვინაიდან ვიცით, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო გამორჩეული რეფორმატორია. ვიზიტის მიზანიც, პირველ რიგში, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის მონახულება იყო. ჩვენი ჯგუფის წევრებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორც ვეტერინარიის, ისე ფიტოსანიტარიის მიმართულებით და ეს იქნება მათთვის ერთგვარი ბაზა, რომლითაც შემდეგ ისინი იხელმძღვანელებენ. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს თანამშრომლობა მომავალში უფრო განმტკიცდება“, - განაცხადა აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის ოფისის მრჩეველმა, მაიკლ კოფილდმა. აღსანიშნავია, რომ ქართული კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა (СLDP) მიზნად ისახავს ბიზნესის კეთებისთვის გარემოს გაუმჯობესებასა და მეწარმეებისათვის ხელსაყრელი ეკონომიკური შესაძლებლობების შეთავაზებას. ბიზნესის წარმოებისათვის კი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ეფექტიანი საკარანტინო პოლიტიკის წარმოებაა. სწორი და დროული საკარანტინო ორგანიზმის აღმოჩენით დაავადების გავრცელების რისკის შემცირება და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილება ხდება.
(NS)
რუსული დრონები კიევის რეგიონში კოკა-კოლას ქარხანას თავს დაესხნენ
პოლონეთმა ევროკავშირიდან თითქმის ათასი რუსი დიპლომატის გაძევების წინადადება წამოაყენა
ტრამპმა გადაწყვიტა, ევროპას მოითხოვოს, აშშ-ს უკრაინაში წარსულში მიწოდებული იარაღისთვის გადახდა
ადვოკატი ღარიბაშვილზე- მან კონკრეტული ფაქტები ერთმანეთს დაუკავშირა, საჯაროდ გაახმოვანა და კითხვებიც დასვა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსული დრონები კიევის რეგიონში კოკა-კოლას ქარხანას თავს დაესხნენ
The Atlantic: უკრაინამ ათასობით დრონის გამოყენებით მოსკოვის აეროპორტების ბლოკირების ოპერაცია დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)