|
2015-01-14 14:06:35, 3481 ნახვა
პოლიტიკა
სერგეენკო: პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლაზე დასასწრებად ერთპიროვნული გადაწყვეტილება არ ხდება
„პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და დასწრებაზე ერთპიროვნული გადაწყვეტილება არ ხდება“, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. როგორც სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე მთავრობის მხრიდან ერთიანი პროტოკოლური შეთანხმება მოხდება. „პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და ერთპიროვნული გადაწყვეტილება დასწრებაზე არ ხდება. ვფიქრობ იქნება ერთიანი პროტოკოლური შეთანხმება მთავრობის მხრიდან და მოვიქცევით შესაბამისი პროტოკოლური შეთანხმების მიხედვით“, - განაცხადა სერგეენკომ. შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ შარშანდელი შემთხვევა, როდესაც მთავრობამ პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენებაზე დასწრება ვერ მოახერხა, წელს არ გამეორდება. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, მოხსენებაზე მთავრობის არ დასწრებამ, საქართველოს საერთაშორისო და შიდა იმიჯს სიკეთე არ მოუტანა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)