|
2017-06-14 13:32:03, 1779 ნახვა
საზოგადოება
შსს-მ „სისხლის ბანკთან“ მემორანდუმი გააფორმა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ვარდიაშვილმა და შპს „სისხლის ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ლოლიაშვილმა, სისხლის დონორთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შსს-ს ინფორმაციით, დოკუმენტი ითვალისწინებს ლეიკემიითა და სხვა მძიმე პათოლოგიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სამინისტროს თანამშრომელთა მიერ სისხლის ნებაყოფლობით და უსასყიდლოდ ჩაბარებას, „სისხლის ბანკის“ მეშვეობით. საჭიროების შემთხვევაში, ჩაბარებული სისხლი და სისხლის კომპონენტები უსასყიდლოდ გადაეცემათ მშობიარეებს, ჩვილ ბავშვებსა და ექსტრემალური სიტუაციების დროს დაზარალებულ პაციენტებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უკვე მეხუთე წელია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს უანგაროდ გასცემენ. აქციის ფარგლებში, სამინისტროს როგორც თბილისის, ასევე, საქართველოს ყველა რეგიონის ქვედანაყოფის ასეულობით პოლიციელმა გაიღო სისხლი. შს სამინისტრო სისხლის უანგაროდ გაცემის აქციაში მონაწილეობას მომავალშიც გააგრძელებს. 14 ივნისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება სისხლის დონორთა საერთაშორისო დღე, რომლის მიზანია უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობის კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ასევე, ამ დღეს მადლიერებას გამოხატავენ ყველა იმ უანგარო დონორის მიმართ, რომლებიც ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ნებაყოფლობით და უანგაროდ გასცემენ სისხლს.
(NS)
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია - მოვუწოდებთ შსს-ს, სასწრაფოდ გამოიძიოს ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე გახშირებული თავდასხმები და მისი უსაფრთხოება უზრუნველყოს
კალაძე - აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველანაირი პასუხისმგებლობა ეკისრება მაშინდელ ხელისუფლებას
კახი კალაძე რუსი ბლოგერებისთვის ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)