|
2017-06-13 17:19:21, 1620 ნახვა
საზოგადოება
პროექტის „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისათვის“ მეორე ფაზა დასრულდა
პროექტის „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისათვის“ მეორე ფაზის შემაჯამებელი შეხვედრა სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა. შეხვედრას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, ბიბლიოთეკარები და დონორი ორგანიზაციის წევრები დაესწრნენ. „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისათვის“ 2016 წლის იანვრიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცენტრის ბაზაზე დაარსდა ფოკის, ვალეს, ბიბლიოთეკები, ასევე მიმდინარეობს ბაკურიანისა და ფასანაურის ბიბლიოთეკების მშენებლობა/რეკონსტრუქცია. პარალელურად, 10 სოფლის და დაბის ბიბლიოთეკას კომპიუტერული ტექნიკა გადაეცა, პროექტში ჩართულმა ბიბლიოთეკარებმა გაიარეს გადამზადება იმ მიმართულებებით, რაც თანამედროვე საბიბლიოთეკო მართვისთვისაა აუცილებელი. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიმდინარე პროექტის განხორციელებაში ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო, კერძოდ - მშენებლობებში, ავეჯით და ნაწილობრივ ტექნიკით უზრუნველყოფაში. პროექტის „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ პირველი ფაზა 2014 წლის მარტში დაიწყო, რომლის ფარგლებშიც აშენდა ხიდისთავისა და ნუკრიანის ბიბლიოთეკები. ზუგდიდის ცენტრალური და ხულოს მუნიციპალური ბიბლიოთეკები კი სრულად გარემონტდა, უახლესი ტექნიკით და უფასო ინტერნეტით აღიჭურვა. ბიბლიოთეკები წიგნის მოყვარულებს თანამედროვე გარემოს სთავაზობს. სივრცე უახლესი ტექნიკითა და ინტერნეტითაა აღჭურვილი, ინტერიერი ისეა მოწყობილი, რომ მკითხველმა თავი მყუდროდ და კომფორტულად იგრძნოს; რბილი, ფერადი სავარძლები, მოხერხებული მაგიდები და წიგნის ღია სტელაჟები ყველა ასაკის წიგნის მოყვარულს უქმნის კითხვისათვის სასურველ გარემოს; საინტერესო ლიტერატურის მოძიება ნებისმიერი გემოვნების მკითხველს შეუძლია, რადგან სამკითხველოები ახალგამოცემული წიგნებით სისტემატურად მარაგდება; ტარდება ტრენინგი ბიბლიოთეკარებისათვის, რაც მათ საშუალებას მისცემს, დამოუკიდებლად მიმართონ საპროექტო განაცხადებით მუნიციპალიტეტს და მომხმარებელთა გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, ბიბლიოთეკაში არსებული IT ინფრასტრუქტურის ეფექტური მენეჯმენტი განახორციელონ. „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისათვის“ მეორე ფაზა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) Beyond Access პროგრამის აქტიური მხარდაჭერით და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან თანამშრომლობით განხორციელდა.
(NS)
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია - მოვუწოდებთ შსს-ს, სასწრაფოდ გამოიძიოს ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე გახშირებული თავდასხმები და მისი უსაფრთხოება უზრუნველყოს
კალაძე - აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველანაირი პასუხისმგებლობა ეკისრება მაშინდელ ხელისუფლებას
კახი კალაძე რუსი ბლოგერებისთვის ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)