|
2017-06-13 15:47:54, 1667 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკო მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგი ჩაიტარონ
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ბენეფიციარებს მართვის ცენტრში მოემსახურა. ქვეყნის პირველი ექიმი კამპანიის „განიკურნე“ ფარგლებში, პაციენტებს შეხვდა და მათ პირადად გაესაუბრა. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში სერგეენკომ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქემ ჩაიტაროს C ჰეპატიტზე სკრინინგის უფასო ანალიზი. „ჩვენ ახლა ვიმყოფებით ფალიაშვილის 110 ნომერში, სადაც ერთ-ერთი ცენტრალური ოფისია C ჰეპატიტის პროექტის. ძალიან მნიშნელოვანია, რომ შეძლებისდაგვარად ყველა მოქალაქემ ჩაიტაროს მარტივი სკრინინგული კვლევა, რომელიც ყველასთვის უფასოა და მიწვდომადია, გარდა რამდენიმე ოფისისა მთელი საქართველოს მასშტაბით. მობილური ლაბორატორიებიც არის. ყველასთან მექნება თხოვნა, რომ ჩაიტარონ ეს მარტივი ანალიზი. იქიდან გამომდინარე, რომ პროექტის პირველი ეტაპი 40 ათასი პაციენტი, რომელსაც ვუმკურნალეთ მათმა უმრავლესობამ იცოდა რომ ეს დაავადება სჭირდათ და მოდიოდნენ კონკრეტული შედეგისთვის. ახლა ჩვენი გათვლებით მათ ვისაც აქვთ ეს დაავადება და ასეთი მილიონ ას ათასი ადამიანია, რომელიც კიდევ უნდა ჩაერთოს, მათმა 90%-მა არ იცის რომ აქვთ ეს დაავადება რადგან საბედნიეროდ მათი დავადების სტადია არის ადრეული და არ აწუხებთ. ამიტომ ძალიან მნიშნელოვანია და ყველას კიდევ ერთხელ ვთხოვ, ყველასთვის მიწვდომადი და უფასოა გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და ჩაიტარონ ეს მარტივი სკრინინგული ანალიზი და 10 წუთში გეტყვიან პასუხს“,-განაცხადა სერგეენკომ. ცნობისთვის, #განიკურნე“ - ჯანდაცვის სამინისტროს ახალი კამპანიაა. კამპანიის მიზანია ერთად გამოვავლინოთ C ჰეპატიტი ყველა იმ ადამიანში, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, რომ ვირუსის მატარებელია. C ჰეპატიტი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ დაავადების დროულად გამოსავლენად, აუცილებლია სკრინინგი. ამ გზით პაციენტი არა მარტო საკუთარ თავს არამედ თავის ახლობლებსაც იცავს. აღსანიშნავია, რომ საქართველო არის პირველი ქვეყანა, სადაც, ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, ქვეყნის მოსახლეობას C ჰეპატიტის სამკურნალო, ძვირად ღირებული მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცემა. ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტი, რომლის ანალოგიც აქამდე არ განხორციელებულა. ეს არის უნიკალური შანსი, რომელმაც უკვე ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. დღემდე პროგრამაში დარეგისტრირებულია 41 000-მდე ბენეფიციარი. მათგან მკურნალობაში უკვე ჩაერთო 40 000-ზე მეტი პაციენტი, მკურნალობის კურსი კი 30 000-ზე მეტმა დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი საშუალოდ 98%-ს შეადგენს.
(NS)
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია - მოვუწოდებთ შსს-ს, სასწრაფოდ გამოიძიოს ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე გახშირებული თავდასხმები და მისი უსაფრთხოება უზრუნველყოს
კალაძე - აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველანაირი პასუხისმგებლობა ეკისრება მაშინდელ ხელისუფლებას
კახი კალაძე რუსი ბლოგერებისთვის ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)