|
2017-06-10 12:52:07, 2061 ნახვა
სამართალი
დემურ სტურუას დედა მისი შვილის საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყებას ითხოვს
დემურ სტურუას დედა მისი შვილის საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყებას ითხოვს. ნონა ჯოჯუას განცხადებით, მას სურს, რომ დემურ სტურუას ნამდვილი მკვლელი დააკავონ. "მინდა რომ ნამდვილი მკვლელი დავინახო. გოდერძი თევზაძის ინტერესი არ მაქვს, რომ ის ნამდვილად მკვლელია. სასამართლომ გაამართლა, მას თავის გზა აქვს. მე ახლა ნამდვილ მკვლელს ვეძებ", - აღნიშნა ჯოჯუამ. მისივე მტკიცებით, დემურ სტურუას წერილი იძულებით დააწერინეს. ცნობისთვის, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელი გოდერძი თევზაძე, რომელსაც დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანა ბრალდებოდა, გაამართლა. საქმეზე პირველი ინსტანციის განაჩენს პროკურატურა არ ეთანხმება და სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. შეგახსენებთ, რომ დემურ სტურუამ სამტრედიის რაიონში, სოფელ დაფნარში თავი ჩამოიხრჩო. სტურუამ წერილი დატოვა, სადაც ზეწოლაში გოდერძი თევზაძეს ადანაშაულებდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის ღამით დაბომბვიდან დღის განმავლობაში მუდმივ თავდასხმებზე გადაინაცვლა
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)