|
2017-06-10 11:25:39, 2812 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა
დიდ ბრიტანეთში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორებმა ყველაზე მეტი ხმა მიიღეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, კონსერვატიულმა პარტიამ 318 მანდატი მიიღო, ხოლო მის მთავარ კონკურენტ ლეიბორისტებს 262 მანდატი აქვთ. დანარჩენი მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა: შოტლანდიის ეროვნული პარტია - 35, ლიბერალ-დემოკრატები - 12, დემოკრატიულ-იუნიონისტური - 10, სოციალისტური „შინ ფეინი“ ჩრდილოეთ ირლანდიიდან - 7, უელსის მემარცხენე-ცენტრისტული პარტია - 4, მწვანეები - 1. მანდატების ნახევარზე მეტი ვერც ერთმა პარტიამ დააგროვა, ამის გამო, კოალიციის შექმნის აუცილებლობა გაჩნდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, კონსერვატორები დემოკრატიულ-იუნიონისტურ პარტიასთან ითანამშრომლებენ. ამასთან, დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ ქვეყნის პრემი-მინისტრს მთავრობის ჩამოყალიბების ნებართვა უკვე გასცა. შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)