16:25 - 23 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-17 18:13:21, 432 ნახვა

პოლიტიკა
საკრებულომ მერიას ფონდი „ქართუს“ მიერ გამოყოფილი 10 მილიონი ლარის მისაღებად თანხმობა მისცა

დედაქალაქის საკრებულომ  31 ხმით არცერთის წინააღმდეგ თბილისის მერიას 10 მილიონი ლარის შემოწირულობის მისაღებად, რომელიც ფონდმა „ქართუმ“ გამოყო, თანხმობა მისცა.
სხდომა ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა.
საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ჯაბა სამუშიამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მათ მმართველობის  პერიოდი გაახსენა  და განაცხადა, რომ  ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“ -თვის დამატებითი თანხის აღება საჭირო იმიტომ გახდა, რომ წინა ხელისუფლების დროს თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა.
მან მაგალითად 2014 წელი მოიყვანა, როდესაც ოლიმპიადისთვის გამოყოფილი 23 მილიონი ლარი მხოლოდ სარეკონსტრუქციო და საორგანიზაციო საკითხებისთვის დაიხარჯა.
ამას უპასუხა სევდია უგრეხელიძემ, მან  ისაუბრა იმაზე  თუ როგორ მიმდინარეობდა ოლიმპიური ფესტივალისთვის მოსამზადებელი სამუშაოები.
უგრეხელიძემ განაცხადა, რომ 2012 წელს ირაკლი ღარიბაშვილმა მენეჯმენტი მთლიანად შეცვალა და „ნაციონალური მოძრაობის“  ბრალს  თანხმების არაორგანიზებულად დახარჯვის კუთხით ვერ ხედავდა, თუმცა მას სიტყვა არ დაასრულებინეს და მიკროფონი გამოურთეს.
 უგრეხელიძემ განაცხადა, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ  ამით რეგლამენტი დაარღვია.
ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, თუმცა საკრებულოს სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა თანხმობა გამოთქვეს, რომ დედაქალის მერიამ  ოლიმპიადისთვის  შემოწირულობის სახით 10 მილიონი ლარი მიიღოს.
ცნობისთვის, ფონდი „ქართუს“ მიერ შემოწირულობის სახით გამოყოფილი 10 მილიონი ლარი ოლიმპიური სოფლის წყლით მომარაგებისა და მისასვლელი გზების კეთილმოწყობისთვის არის განკუთვნილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განსაკუთრებით დიდი ოდენობის კორუფციაზე დაჭერილ მაღალჩინოსან მიქაუტაძეს რეჟიმმა საპროცესო გაუფორმა
რუსთაველის თეატრთან დატბორვა არ უკავშირდება გამზირის სარეაბილიტაციო პროცესს – GWP
რუსეთმა სამხედრო ტყვეების ახალი გაცვლის შესახებ 270 270-ის ფორმულით გამოაცხადა
ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics