18:48 - 11 Aug, 2026
|
2015-01-14 13:18:09, 3400 ნახვა
პოლიტიკა
სერგეენკო: ჩვენი უწყება გამჭვირვალეა
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჯანდაცვის სამინისტროს შეამოწმებს. როგორც აღნიშნული თემის კომენტირებისას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, შემოწმება ყოველწლიურია და ამაში სიახლე არაფერია. „აუდიტის სამსახურის შემოწმება პერმანენტულია და ის ყოველ წელს ხორციელდება. ამაში სიახლე არ არის. ჩვენი უწყება გამჭვირვალეა ამ მხრივ. ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყნის ბიუჯეტის 30%-ს განკარგავს. ზოგადად, რაიმეს გამორიცხვა რთულია. მე პასუხს ვაგებ ყველაფერზე, რაც ჩემს უწყებაში ხდება. ამ მხრივ მე რისკებს არ ველოდები. მონაცემები გამჭვირვალეა და არანაირი სირთულე არ იქნება“, - განაცხადა სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)