|
2017-06-09 18:56:24, 1919 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროსა და გაეროს სააგენტოებს შორის გენდერული თანასწორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
ძალადობის საპასუხოდ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების მიზნით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და გაეროს სააგენტოების - გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ (UNFPA) და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენელმა ერიკა კვაპილოვამ მოაწერეს. მემორანდუმის საფუძველზე, გაეროს სააგენტოები დაეხმარებიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და გაძლიერებაში ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის მიმართულებით. გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), ჯანდაცვის სამინისტროს ხელს შეუწყობენ ჯანდაცვის სისტემაში ქალის მიმართ ძალადობის შემთხვევების მართვის და მომსახურების გაწევის სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შექმნას, მათ პილოტირებასა და სისტემაში დანერგვას, სამედიცინო პერსონალისთვის სპეციალური სასწავლო მოდულების შექმნასა და დანერგვას, საკანონმდებლო ბაზის დახვეწას, სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის სპეციალიზებული მომსახურების შექმნასა და დახვეწას, ძალადობის მსხვერპლთათვის ოთხი ახალი დაწესებულების (კრიზისული ცენტრებისა და თავშესაფრების) გახნას, მსხვერპლებისთვის სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავებას, მონიტორინგის მექანიზმის სრულყოფას. აღნიშნული ღონისძიებები მნიშვნელოვნად გააძლიერებს სახელმწიფოს პასუხს ქალთა მიმართ ძალადობაზე და ხელს შეუწყობს ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის პროცესის მაღალკვალიფიციურ დონეზე წარმართვას. გაეროს ერთობლივი პროგრამა „გენდერული თანასწორობისთვის“ ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით.
(NS)
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
ირაკლი კირცხალია - გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება, ამის მაგალითია იმ ე.წ. კულტურის მოღვაწეების სია, მათ შორის არიან სუხიშვილები, ნიკოლოზ რაჭველი და პაატა ბურჭულაძე
სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)