|
2017-06-09 17:44:53, 2133 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან თათბირი ჩაატარა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისისა და რეგიონების სამმართველოების თანამშრომლებთან თათბირი ჩაატარა. მინისტრმა თათბირზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე, დაგეგმილ რეფორმებსა და დეპარტამენტის განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა. „თქვენ იცით, რომ შსს-ში ჩვენ გავატარეთ ფუნდამენტური რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით. თუმცა ახლა, განვლილი პერიოდი იძლევა უფრო სიღრმისეული ანალიზისა და შეფასების საშუალებას, რაც მაძლევს მყარ საფუძველს, მივიღო რიგი გადაწყვეტილებები უწყების კიდევ უფრო ეფექტიანი განვითარების მიზნით. დღეს ჩემი პრიორიტია საპატრულო პოლიციის რეფორმა, რათა ის სრულად აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებსა და მოლოდინს, რაც საზოგადოებას, მოქალაქეებს მის მიმართ აქვთ.აქ მოგიწვიეთ იმისთვის, რომ პირადად გაგაცნოთ ჩვენი სტარტეგია და გეგმა, რადგან თითოეული თქვენგანის მოტივაციას და გააზრებულ ნაბიჯს ამ საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ალექსანდრე ხვადაგიანმა აჭარის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და შიდა ქართლის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს - ლევან მაისურაძე, ქვემო ქართლის მთავარ სამმართველოს - კახაბერ ბუხრაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოს - ნიკოლოზ გადელია, ხოლო შიდა ქართლის მთავარ სამმართველოს მიხეილ კალაძე უხელმძღვანელებს. როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, საკადრო ცვლილებებთან ერთად, საპატრულო პოლიციის წარმატებული მუშაობისთვის, საჭიროა კომპლექსური ღონისძიებები, მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა. გიორგი მღებრიშვილმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გადამზადების სპეციალური კურსის შესახებ ისაუბრა, რომელიც პოლიციელთა კვალიფიკაციის და საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას ისახავს მიზნად. აღნიშნული კურსი შსს-ს აკადემიაში ჩატარდება და როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე, ტაქტიკურ სწავლებას და პრაქტიკულ მომზადებას მოიცავს. გადამზადების კურსს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სახაზო-საპატრულო სამმართველოების ყველა თანამშრომელი გაივლის და შესაბამის საკვალიფიკაციო გამოცდებს ჩააბარებს. (NS)
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)