|
2017-06-09 14:31:25, 1555 ნახვა
საზოგადოება
თბილისში წლების წინ დახურული საბავშვო ბაღი სექტემბრიდან გაიხსნება
საბურთალოს რაიონში, პეკინის №23(ა)-ში, წლების წინ დახურული საბავშვო ბაღი სექტემბრიდან გაიხსნება. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ბაღის შენობას გამაგრებითი-სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე ჩაუტარდა. მათივე ინფორმაციით, დასრულებული შენობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთანდა საბურთალოს რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად დაათვალიერა. საბავშვო ბაღში მერთან ერთად იმყოფებოდნენ პარლამენტისა და საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები. საბავშვო ბაღის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოებიგასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში მოეწყო შენობის შიდა სივრცე და ეზო.საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება. სამუშაოების ღირებულებამ 1 318 000 ლარი შეადგინა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში აღსაზრდელთა 9, მათ შორის, 2 ბაგის ჯგუფი გაიხსნება, დასაქმდება 70-მდე ადამიანი. როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, ამ ეტაპზე მშენებლობა დასრულებულია და ძალიან მალე შენობის ინვენტარით აღჭურვის პროცესი დაიწყება. „ეს არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ძალიან ლამაზად გარემონტებული საბავშვო ბაღი, რომელიც სექტემბრისთვის გაიხსნება. მნიშვნელოვანია, რომ ბაღში ბავშვებისთვის დიდი და კეთილმოწყობილი სივრცეა. ამ ეტაპზე მშენებლობა დასრულებულია და ძალიან მალე დაიწყება შენობის ინვენტარით აღჭურვის პროცესი. უახლოეს პერიოდში შემოვა ავეჯი და სამზარეულოს ინვენტარი“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. გამსახურდიას 23(ა)-ში მდებარე ყოფილი ბაგა-ბაღის ადგილზე შპს „ელზურო“ მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას გეგმავდა, თუმცა მოსახლეობის მოთხოვნით, ტერიტორია,შენობა-ნაგებობასთან ერთად, თბილისის მერიას გადაეცა. თბილისის მთავრობამ გადაწყვეტილება მოქალაქეებისა და კერძო კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით მიიღო. გადაწყვეტილების თანახმად, შპს „ელზუროს“ გამსახურდიას გამზირის N23ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცემა გორგასლის N63-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა. საბურთალოს რაიონში საბავშვო ბაღზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია, ახალი ბაღის ასაშენებლად კი ტერიტორიის მოძიება საკმაოდ დიდი პრობლემაა. აღნიშნული ბაღის აღდგენით საბურთალოს რაიონში თავისუფალი ადგილების დეფიციტი მნიშვნელოვნად შემცირდება. ბაღი სკოლამდელი განათლებით 350-მდე ბავშვის უზრუნველყოფას შეძლებს. ახალი ბაღების ნუმერაცია დასრულდა და პეკინის #23 მდებარე ბაღი #74 იქნება. (NS)
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
ირაკლი კირცხალია - გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება, ამის მაგალითია იმ ე.წ. კულტურის მოღვაწეების სია, მათ შორის არიან სუხიშვილები, ნიკოლოზ რაჭველი და პაატა ბურჭულაძე
სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)