|
2017-06-09 10:27:11, 2362 ნახვა
მსოფლიო
ტერეზა მეი: მონაცემები გვიჩვენებს, რომ „კონსერვატიულმა პარტიამ“ ყველაზე მეტი ხმა მიიღო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მოქალაქეებს სიტყვით მიმართა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ტერეზა მეიმ, მეიდენჰედის ოლქში, სადაც კენჭს იყრიდა, როგორც კონსერვატიული პარტიის წევრი, გამარჯვება მოიპოვა. როგორც მეიმ სიტყვით გამოსვლისა აღნიშნა, გამარჯვებულ პარტიას სტაბილურობის უზრუნველყოფის პასუხისმგებლობა აქვს დაკისრებული. „ახლა ყველაზე მეტად ამ ქვეყანას სტაბილურობის პერიოდი სჭირდება და როგორც მონაცემები გვიჩვენებს, „კონსერვატიულმა პარტიამ“ ყველაზე მეტი ადგილი და, სავარაუდოდ, ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ჩვენ დაგვეკისრება პასუხისმგებლობა, უზრუნველვყოთ სტაბილურობის პერიოდი და სწორედ ამას გავაკეთებთ. წინასაარჩევნო კამპანიისას, ჩვენ გადავწყვიტეთ განგვეხილა საკითხები, რომელიც პრიორიტეტულია ბრიტანელი ხალხისთვის: მივიღოთ საუკეთესო შეთანხმება ბრექსიტზე, ვაჩვენოთ თუ როგორ შეგვიძლია მივუდგეთ ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ დიდ გამოწვევებს, ვიმოქმედოთ ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ეს არის ის, რის გაკეთებასაც ყოველთვის ვცდილობდი, როგორც პარლამენტის წევრი და ჩემი ამოცანაა, დღესაც იგივე ვაკეთო, რასაც ყოველთვის ვაკეთებდი. ჩვენ ველოდებით საბოლოო შედეგებს. როგორიც არ უნდა იყოს ის, „კონსერვატიული პარტია“ გპირდებათ, რომ შევასრულებთ ჩვენს მოვალეობას სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის, რათა ჩვენ, როგორც ერთიანმა ქვეყანამ წინსვლა შევძლოთ”, - განაცხადა ტერეზა მეიმ.
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)