10:10 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 14:57:07, 1668 ნახვა

საზოგადოება
100 ეკომიგრანტ ოჯახს სახლები დაუკანონდა

დღეს კიდევ 100 ეკომიგრანტ ოჯახს სახლები დაუკანონდა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, ეკომიგრანტებისთვის სახლების დაკანონების პროგრამა ძალიან წარმატებით მიმდინარეობს:

„დღეს კიდევ 100 ეკომიგრანტ ოჯახს დავუკანონეთ სახლები. ეს არის პროგრამა, რომელიც დავიწყეთ გასული წლის შემოდგომაზე და გრძელდება ძალიან წარმატებით. ამ წუთისთვის დასაკანონებელი დარჩა დაახლოებით 500. რთული ობიექტები დარჩა, რადგან წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემაა. მაგრამ მთლიანობაში პროცესი მიდის წარმატებით. ეკომიგრანტების თემა არის ის თემა, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში ვითარდება ძალიან პოზიტიურად და ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო უკვე სახლი. არის ისეთი სოფელიც, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული იყო მძიმე სტიქიური უბედურების ზონაში მოყოლილი და ეს პრობლემა არის მოხსნილი“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics